SAIPH
ATTAR
სუნამო
Tiziana Terenzi-ს პარფიუმის ექსტრაქტი — Saiph (იგულისხმება ლურჯი სუპერგიგანტი ვარსკვლავი, ორიონის თანავარსკვლავედის მეექვსე ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი — საიფი. Kappa Orionis/53 Orionis), ტიციანა და პაოლოს ფიქრებით ზღაპრულ ქვეყანაში მოგზაურობისას დაიბადა —
Not Chosen
Tiziana Terenzi-ს პარფიუმის ექსტრაქტი — Saiph (იგულისხმება ლურჯი სუპერგიგანტი ვარსკვლავი, ორიონის თანავარსკვლავედის მეექვსე ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი — საიფი. Kappa Orionis/53 Orionis), ტიციანა და პაოლოს ფიქრებით ზღაპრულ ქვეყანაში მოგზაურობისას დაიბადა — მოგონებებში, რომელიც პარფიუმერთა ბავშვურ ოცნებებს მოიცავს… ამ ნექტართან ერთად, წარმოსახვის ეკრანზე წარსულის ზმანებების მიერ დახატული გრავიურა ფერთა გამის აფეთქებად იქცევა და ოცნებისმიერი ნათების კარს გვიღებს.
Saiph — მოულოდნელი სურნელია, რომელიც დაგემოვნებისთანავე გაგაოცებთ; პოეზიის ნექტარი, რომელიც მზადა, გაგიტაცოთ, ჰიპოგრიფის (ჰიპოგრიფი: ირეალური ქმნილება არწივის თავითა და ცხენის ტანით: გამოიგონა ლუდოვიკო არიოსტომ, პოემაში „ორლანდო ფურიოსო“, მე-16 საუკუნის დასაწყისში) ფრთებზე შემოგსვათ და საოცრებათა ცისარტყელებს შორის გაფრინოთ, ისე, როგორც მხოლოდ შემოქმედებითობას ძალუძს.
Saiph-ის არომატის ციტრუსოვანი თაიგული ჟანგბადის შუშხუნა ნოტებით გამყარებულ ვარდის ფურცლების საწოლზე განისვენებს. ერთმანეთს დასდევენ ხილის საყვარელი ნოტების ტკბილი და ღრმა კონტრაპუნქტები, რომელთაც ოსტატურად ამყარებს ძვირფასი მერქნების ბაზა ვანილის, ქარვისა და მუშკის თბილი ჩახუტებით.
გამხსნელი ნოტები:
ლიმონი, ბერგამოტი, ვარდი და ჟანგბადის ნოტი
გულის ნოტები:
ყვავილოვანი და მწვანე ნოტები, კედარი, ორისი (ზამბახის აკორდი) და მარაკუია
საბაზისო ნოტები:
პაჩული, ვანილი, მუშკი, ვეტივერი და ამბრი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით)
Parfum (Fragrance), Benzyl Salicylate, Linalool, Geraniol, Alpha – Isomethyl Ionone, Limonene, Citral, Benzyl Alcohol, Benzyl Benzoate
Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.
კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.
კოლექცია Luna აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.
კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.
დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.
კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს.
კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.
Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.