DRACONIS
ATTAR
სუნამო
მთელი მსოფლიოს მეცნიერებისთვის მომხიბლავი საიდუმლოა დრაკონისი (იგივე თუბანი) — ვარსკვლავი, რომელიც ციურ სხეულებს შორის, ყველაზე მეტად ჰგავს მზეს და დიდი ხანია, ვარაუდობენ, რომ იქ, შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლეც იყოს.
Not Chosen
მთელი მსოფლიოს მეცნიერებისთვის მომხიბლავი საიდუმლოა დრაკონისი (იგივე თუბანი) — ვარსკვლავი, რომელიც ციურ სხეულებს შორის, ყველაზე მეტად ჰგავს მზეს და დიდი ხანია, ვარაუდობენ, რომ იქ, შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლეც იყოს.
დრაკონისი, მისი შთაგონებით შექმნილი სუნამოს მსგავსად, ჯადოსნური და მისტიკურია.
Draconis-თან ერთად, სურნელოვანი პირამიდით, Terenzi-ს ძვირფასი ბუნებრივი ესენციების უამრავი შესაძლო კომბინაციის უსასრულო საოცრებებს Tiziana Terenzi-ს კოლექციის კიდევ ერთი ვარსკვლავი — იკვლევს არომატი Draco იკვლევს!
Draconis გვთავაზობს თამამ წონასწორობას კონტრასტულ, ერთმანეთის შემავსებელ სურნელებს შორის: კომპოზიცია ელვარე, გამაგრილებელი ნოტებით იხსნება — მძლავრ კალაბრიულ ბერგამოტს და ძვირფას სიცილიურ გრეიფრუტს ხაზს უსვამს მატერას (ქალაქი და პროვინცია იტალიის სამხრეთში, ბაზილიკატის რეგიონში) ლიმონი და ბაზილიკატის ნეროლი (მწარე ფორთოხლის ყვავილის ეთერზეთი — ორთქლზე დისტილაციის გზით მიღებული ნატურალური პარფიუმერული ნედლეული ტკბილი, თაფლისებრი, ყვავილოვანი, გამაგრილებელი, ძლიერი, ციტრუსოვანი, მწვანე აკორდებით).
ციტრუსოვანი ნოტები არაორდინალური ინტენსივობით ერწყმის ალპური ღვიის, შავი პილპილის და უიშვიათესი მწვანე წიწაკის პიკანტურ ნოტებს, რომლებიც ბურბონის გერანიუმის (გერანიუმი: ვარდის, პიტნის, წიწაკის და ლიმონის აკორდებით შემდგარი ბუნებრივი პარფიუმერული ინგრედიენტი) ტკბილ, მდიდრულ ხასიათთანაა შეზავებული.
ამ ეკლექტიკური, თავხედური სურნელოვანი ქმნილების საფუძველს, ჟღერადობას რომ განმაცვიფრებელი ინტენსივობითა და სისწრაფით იცვლის, იშვიათი, უძვირფასესი საკმეველის ბაზა წარმოადგენს, მადაგასკარული ვეტივერისა და შრი-ლანკური წითელი პაჩულის თანხლებით. საკმეველს, თავის მხრივ, Terenzi-ს სურნელოვანი ბიბლიოთეკის აკორდების — ამბრის (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) და მუშკის აფროდიზიაკური ძალა და გამოკვეთს.
Draconis იდუმალი, ღრმა არომატია, რომლის აღმოჩენასა და გააზრებას გამოცდილი „ცხვირი“ სჭირდება: მის სრულყოფილად აღქმას, მხოლოდ ჭეშმარიტი ექსპერტები შეძლებენ, იმ შემთხვევაში, თუკი მის წაკითხვას გარკვეულ დროს დაუთმობენ, რადგან დრაკონისის მსგავსად, საკუთარი მისტერიების გამჟღავნებას არც ეს სუნამო აპირებს და მის მიერ განსახიერებული საოცრებათა სამყაროც, ყველასათვის დამალული დარჩება, გარდა იმ რამდენიმე რჩეულისა, რომელთაც მისი სილამაზის აღქმა სრულყოფილად ძალუძთ.
გამხსნელი ნოტები:
ბერგამოტი, გრეიფრუტი, ლიმონი და ნეროლი (მწარე ფორთოხლის ყვავილის ეთერზეთი — ორთქლზე დისტილაციის გზით მიღებული ნატურალური პარფიუმერული ნედლეული ტკბილი, თაფლისებრი, ყვავილოვანი, გამაგრილებელი, ძლიერი, ციტრუსოვანი, მწვანე აკორდებით)
გულის ნოტები:
გერანიუმი (ვარდის, პიტნის, წიწაკის და ლიმონის აკორდებით შემდგარი ბუნებრივი პარფიუმერული ინგრედიენტი), ღვია, შავი პილპილი და მწვანე ვაშლი
საბაზისო ნოტები:
ვეტივერი, ამბრი, პაჩული, საკმეველი და მუშკი
Parfum (Fragrance), Limonene, Linalool, Hexyl Cinnamal, Hydroxycitronellal, Alpha-Isomethyl Ionone, Citronellol, Eugenol, Geraniol, Citral, Isoeugenol, Coumarin
Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.
კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.
კოლექცია Luna აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.
კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.
დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.
კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს.
კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.
Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.