ATHÉNAÏS
Eau de Parfum
სუნამო
Parfums de Marly-ს Athénaïs, სიცოცხლისუნარიანობის, ენერგიულობის, დადებითი განწყობისა და დახვეწილობის თვალის მომჭრელი ნაზავისადმი მიძღვნილი ოდაა.
Not Chosen
კომპოზიცია ნეროლის (მწარე ფორთოხლის ყვავილის ეთერზეთი) და იუზუს (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ჰესპერიდული ნოტი ციტრუსის, მანდარინის და ცქრიალა სურნელით; მომჟავო, ტონიკის შტრიხებით) ცქრიალა ნოტებით იშლება; სურნელოვანი მოგზაურობის მომდევნო საფეხურს კი, ფორთოხლის ყვავილის კაშკაშა გული წარმოგვიდგენს.
გამხსნელი და გულის ნოტები, თბილ ბაზაზე იყრიან თავს: ამბრის დამამშვიდებელი ნოტებით გამდიდრებული ტონკას მარცვლებისა და ვანილის თანამედროვე დუეტი, არომატის სურნელს, პუდროვანი, მათრობელა შტრიხებით ამკობს.
Athénaïs-ის შთაგონება, მე-18 საუკუნის ისტორიული პერსონაჟი, მარკიზა ათენაისია — ლუი XIV-ის უდიდესი სიყვარული, რომელსაც, ბევრი, სამეფო კარის რეალურ დედოფლადაც კი მიიჩნევდა. სუნამოს ჰარმონიული ნაზავიც, იდეალურად ასახავს მარკიზას დუალისტურ ხასიათს: ამაღლებული სურნელით, თავდაჯერებას ასხივებს და გაბედული ინდივიდუალიზმის მბრწყინავი აურით, ნაზად მოგიცავთ.
Athénaïs — ესაა ეპატაჟური, მომხიბლავი და ენერგიული არომატი, რომელიც, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, წელიწადის ყოველ სეზონზე შეგიძლიათ, ატაროთ!
ჟულიენ სპრეშერი, Parfums de Marly-ს დამფუძნებელი და შემოქმედებითი დირექტორი: „Athénaïs, მომნუსხველ და ამავდროულად, განმათავისუფლებელ ქალურ ენერგიას განასახიერებს. კომპოზიციაზე მუშაობისას, მიზნად დავისახე, კონტრასტული ნოტები — ნეროლი და ტონკას მარცვლები დამეწყვილებინა და ამ გზით, ქალურობის ისტორიულ და ახლანდელ ასპექტებს შორის, კავშირი დამემყარებინა.“
გამხსნელი ნოტები:
ნეროლის (მწარე ფორთოხლის ყვავილის ეთერზეთი — ორთქლზე დისტილაციის გზით მიღებული ნატურალური პარფიუმერული ნედლეული ტკბილი, თაფლისებრი, ყვავილოვანი, გამაგრილებელი, ძლიერი, ციტრუსოვანი, მწვანე აკორდებით) ესენცია, ბერგამოტის ესენცია, იუზუს (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ჰესპერიდული ნოტი ციტრუსის, მანდარინის და ცქრიალა სურნელით; მომჟავო, ტონიკის შტრიხებით) ესენცია
გულის ნოტები:
ფორთოხლის ყვავილის აბსოლუტი*, სამბაკის ჟასმინის აბსოლუტი*, მაონიალი (სინთეტიკური პარფიუმერული ინგრედიენტი ყვავილოვანი სურნელით, ხეობის შროშანის და მაგნოლიის მსგავსი ნაზი, გრილი, მსუბუქი ტონებით და მწვანე, ჰაეროვანი ნიუანსებით)
საბაზისო ნოტები:
ტონკას მარცვლების აბსოლუტი*, ტონკას მარცვლების რეზინოიდი, ვანილის აკორდი, ამბრის აკორდი
*აბსოლუტი: პარფიუმერული ნედლეული, რომელიც მიიღება ნახშირწყალბადის ტიპის ექსტრაქტების ან მცენარეული მასალის ცხიმოვანი ექსტრაქტების ალკოჰოლური ექსტრაქციით
INGREDIENTS: ALCOHOL DENAT., PARFUM (FRAGRANCE), AQUA (WATER/EAU), HEXAMETHYLINDANOPYRAN, TETRAMETHYL ACETYLOCTAHYDRONAPHTHALENES, LINALOOL, LINALYL ACETATE, VANILLIN, HEXADECANOLACTONE, GERANIOL, BUTYL METHOXYDIBENZOYLMETHANE, COUMARIN, LIMONENE, ALPHA-ISOMETHYL IONONE, CITRONELLOL, CITRUS AURANTIUM PEEL OIL, CITRUS AURANTIUM BERGAMIA (BERGAMOT) PEEL OIL, HYDROXYCITRONELLAL, DIMETHYL PHENETHYL ACETATE, GERANYL ACETATE, TERPINEOL, PINENE, ROSE KETONES, EUGENOL, CITRUS AURANTIUM FLOWER OIL, ALCOHOL, FARNESOL, CITRAL, TRIS(TETRAMETHYLHYDROXYPIPERIDINOL) CITRATE, BENZYL ALCOHOL, CI 14700 (RED 4)
მაღალი პარფიუმერიის სახლი — Parfums de Marly ჟულიენ სპრეშერმა დააარსა.
სურნელოვანი პროექტის ჩანაფიქრი მე-18 საუკუნის ბოჰემური სიამოვნებისა და ზეიმის ცენტრის — შატო დე მარლის ბრწყინვალე ცხოვრების სტილის გაცოცხლება იყო.
Parfums de Marly რაფინირებული პარფიუმერიის წარმოებაზე ფოკუსირდება და დინების წინააღმდეგ მიმავალი, გაბედული სურნელოვანი კომპოზიციებით, ფრანგულ ნოუ-ჰაუს მიაგებს ოდას: ბრენდის ყოველი პროდუქტი, კეთილშობილური ინგრედიენტებითაა შექმნილი და არომატთა უნიკალური ხელწერით გამოირჩევა.
„მე-18 საუკუნის ბრწყინვალება თანამედროვე პრიზმაში“ — ასეთია სურნელოვანი სახლის მოკლე დახასიათება, რომელიც კლასიკური და თანამედროვე პარფიუმერიის პრინციპების მომხიბლავი კავშირით, უნიკალურ სენსორულ გამოცდილებას გვთავაზობს.
.jpg)