ATHALIA
Eau de Parfum
სუნამო
Parfums de Marly-ს არომატი Athalia ფორთოხლის ყვავილის და ქარვის დახვეწილ, დელიკატურ სიმდიდრეს ასხივებს.
Not Chosen
Parfums de Marly-ს Athalia ინტენსიურად ყვავილოვანი, ხისებრი და მუშკისებრი სურნელოვანი ხელწერით იწონებს თავს.
მწარე ფორთოხლის და საკმეველის გამხსნელი ნოტები ქალური ხასიათის გულისკენ მიგვიძღვიან და ქარვის იდუმალი სურნელისა და თეთრი მუშკის (მეტად სურნელოვანი ნივთიერება, რომელსაც იღებენ ირმების ოჯახის ამავე სახელწოდების ცხოველის სათესლე ჯირკვლებიდან; იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში) ამბორის საბურველში გახვეულ, პუდროვანი ზამბახის და დელიკატური ფორთოხლის ყვავილის კომბინაციას ავლენენ.
Athalia-ს დამაინტრიგებელი არომატი ჭეშმარიტად დელიკატური სიმდიდრის განსახიერებაა.
საუკეთესო სეზონი არომატის მისაპკურებლად: შემოდგომაზე და ზამთარში, ღამით ან რომანტიკულ საღამოზე
გულის ნოტები: მწარე ფორთოხალი, საკმეველი
გულის ნოტები: ფორთოხლის ყვავილი, ზამბახი, ქაშმერანი (ხის, მუშკის სურნელის მქონე სინთეტიკური პარფიუმერული ნედლეული)
საბაზისო ნოტები: მუშკი (მეტად სურნელოვანი ნივთიერება, რომელსაც იღებენ ირმების ოჯახის ამავე სახელწოდების ცხოველის სათესლე ჯირკვლებიდან; იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში), ვანილი, ქარვა
Alcohol Denat., Parfum (Fragrance), Aqua (Water), Limonene, Ethylhexyl Methoxycinnamate, Linalool, Alpha-isomethyl Ionone, Coumarin, Butyl Methoxydibenzoylmethane, Ethylhexyl Salicylate, Geraniol, Citronellol, Hydroxycitronellal, Isoeugenol
მაღალი პარფიუმერიის სახლი — Parfums de Marly ჟულიენ სპრეშერმა დააარსა.
სურნელოვანი პროექტის ჩანაფიქრი მე-18 საუკუნის ბოჰემური სიამოვნებისა და ზეიმის ცენტრის — შატო დე მარლის ბრწყინვალე ცხოვრების სტილის გაცოცხლება იყო.
Parfums de Marly რაფინირებული პარფიუმერიის წარმოებაზე ფოკუსირდება და დინების წინააღმდეგ მიმავალი, გაბედული სურნელოვანი კომპოზიციებით, ფრანგულ ნოუ-ჰაუს მიაგებს ოდას: ბრენდის ყოველი პროდუქტი, კეთილშობილური ინგრედიენტებითაა შექმნილი და არომატთა უნიკალური ხელწერით გამოირჩევა.
„მე-18 საუკუნის ბრწყინვალება თანამედროვე პრიზმაში“ — ასეთია სურნელოვანი სახლის მოკლე დახასიათება, რომელიც კლასიკური და თანამედროვე პარფიუმერიის პრინციპების მომხიბლავი კავშირით, უნიკალურ სენსორულ გამოცდილებას გვთავაზობს.