მთავარიშოპისუნამო

ZUBENEL

ASSOLUTO EXTRAIT ZUBENEL PARFUM ZUBENEL

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

Tiziana Terenzi-ს უძვირფასესი მოლეკულების შემცველი სურნელოვანი ქმნილება Zubenel ვარსკვლავების არსის ამსახველია: კომპოზიციის შთაგონება ზეცის არქიტექტურაა, რომელიც იშვიათი, ძვირფასი ნოტების სიმფონიით, ციური სამყაროს დიდებულებისა და მისტერიის ასოციაციებს აღგვ

მოცულობა:

Not Chosen

2,550.00 ₾
აღწერა

ზუბენელი სასწორის თანავარსკვლავედის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვარსკვლავია.

პარფიუმერ ტერენცების გალაქტიკათაშორისი მოგზაურობა შემოქმედებითი საზღვრების ნგრევის კვალდაკვალ, გრძელდება და ამჯერად, სასწორის თანავარსკვლავედისკენ უჭირავს გეზი, რათა სურნელოვანი პირამიდის საიდუმლოებები ამოხსნას და არომატული კომპოზიციის შედევრები ახალი, მომხიბლავი სენსორული ვიბრაციებით შემოგვთავაზოს.

ამ მოგზაურობაში, აბსოლუტის (აბსოლუტი: პარფიუმერული ნედლეული, რომელიც მიიღება ნახშირწყალბადის ტიპის ექსტრაქტების ან მცენარეული მასალის ცხიმოვანი ექსტრაქტების ალკოჰოლური ექსტრაქციით) შემადგენელი ნედლი პარფიუმერული ინგრედიენტები სიზმრისეული მოგზაურობის გმირებად იქცევიან, სურნელის სიღრმეს აძლიერებენ და რიგითი არომატული ნოტების საზღვრებს ცდებიან.

Tiziana Terenzi-ს უძვირფასესი მოლეკულების შემცველი სურნელოვანი ქმნილება Zubenel ვარსკვლავების არსის ამსახველია: კომპოზიციის შთაგონება ზეცის არქიტექტურაა, რომელიც იშვიათი, ძვირფასი ნოტების სიმფონიით, ციური სამყაროს დიდებულებისა და მისტერიის ასოციაციებს აღგვიძრავს. Zubenel-ის სურნელი, ამაღელვებელ, მათრობელა ატმოსფეროს წარმოქმნის, მისი ძვირფასი ფლაკონი კი — თვით ვარსკვლავურ ნათებას შეიცავს.

არომატი ამბრისა და საკმეველის ბლენდის ჯადოსნური ინტენსივობით იშლება, რომელთაც გარს ეკვრის ავსტრალიური ამბრეტის უნიკალური სიღრმე და სიტკბო (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით. ამბრეტი: ბუნებრივი მუშკი).

საოცრად მდიდრული და ძვირფასი, ამავდროულად — უკიდურესად დახვეწილი და ნაზი გამხსნელი ნოტები, საკმაოდ მძაფრ გულში განისვენებენ: გულის ნოტებს დამაინტრიგებელ შტრიხს და სითბოს მატებს ამბრის ძალით აქცენტირებული და მადაგასკარული ბურბონის ვანილის სიტკბოთი შერბილებული იტალიური შავი შოკოლადი.

მთლიანი კომპოზიცია ძვირფასი მერქნების ბაზას ეყრდნობა: ინდური პაჩული ავსტრალიურ სანდალის ხეს (სანდალის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით) ერწყმის და რომანიული (რომანია: იტალიის ისტორიული ოლქი) არყის ხის ნოტებს სითბოთი და იდუმალებით მოიცავს. თურქული კარამელის ხანგრძლივი სიტკბო კი, საბაზისო ნოტებს, თრობის მომგვრელ უნარებს ანიჭებს.

Tiziana Terenzi-ს Zubenel, სურნელში არეკლილი უსაზღვრო სილამაზის ელეგანტური ზეიმია, რომელიც აჯადოებს და ატყვევებს ყველა იმ გაბედულ პიროვნებას, ვისაც მისი ტარების პრივილეგია აქვთ.

გამხსნელი ნოტები:

ამბრი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით), საკმეველი და ავსტრალიური ამბრეტი (ბუნებრივი მუშკი)

გულის ნოტები:

იტალიური შავი შოკოლადი, ამბრი და მადაგასკარული ბურბონის ვანილი

საბაზისო ნოტები:

ინდური პაჩული, ავსტრალიური სანდალვუდი, რომანიული არყისხე და თურქული კარამელი

Alcohol Denat., Parfum, Limonene, Linalool

Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.

კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.

კოლექცია Luna  აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.

კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.

დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.

კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს. 

კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.

Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.