VELORUM
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
Tiziana Terenzi-ს კოლექცია Absolute (იგულისხმება Luna Stars Assoluto Collection | კოლექცია „მთვარის ვარსკვლავების აბსოლუტი“), სურნელოვან ქმნილება Velorum-თან (ვარსკვლავი ომიკრონ-ველორუმი) — იალქნების (Vela) თანავარსკვლავედის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავთან ერ
Not Chosen
Tiziana Terenzi-ს კოლექცია Absolute (იგულისხმება Luna Stars Assoluto Collection | კოლექცია „მთვარის ვარსკვლავების აბსოლუტი“), სურნელოვან ქმნილება Velorum-თან (ვარსკვლავი ომიკრონ-ველორუმი) — იალქნების (Vela) თანავარსკვლავედის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავთან ერთად, ცაში ვარსკვლავების მიგრაციის მსგავსად ფართოვდება.
Velorum-ის ჯადოსნური, სამბას რიტმების შორეული გამოძახილების მადიდებელი არომატის დაგემოვნებით, ძლევამოსილი ოკეანის აზვირთებული ტალღების სურნელს შეიგრძნობთ, ეგზოტიკური ხილის კონტრასტულ ნოტებთან ერთად და ვარსკვლავური მტვრის იდუმალი ბილიკის კვალდაკვალ, ახალი, სიზმრისეული მოგზაურობის გზას დაადგებით.
Tiziana Terenzi-ს უკიდურესად წმინდა და ნათელი ესენცია, ცაზე მოკაშკაშე ვარსკვლავ ველორუმის მკვეთრი ნათების სადარია. მისი სურნელი, ერთდროულად, დახვეწილი და ჰაეროვანი, დელიკატური და ნაზია, თუმცა — მძლავრი, მფეთქავი, შთამბეჭდავი და სასარგებლო ენერგიითა და ჰარმონიული მდგრადობით აღსავსეც.
Velorum-ის კომპოზიციაში თავმოყრილი ძვირფასი მოლეკულები, 50 წელია, რაც ტერენცების ოჯახის პერსონალურ სურნელოვან ბიბლიოთეკაში გულმოდგინედ ინახება. მოცემული ინგრედიენტები, ვიწრო თოკზე მოსიარულე აკრობატის ტექნიკის მსგავსად, ოსტატურად, სიყვარულითაა შეზავებული და ჰარმონიულ დისონანსებში განისვენებს, რათა ამ მომაჯადოებელი არომატის პრივილეგირებული მპოვნელები ექსკლუზიური მაგიით — ვარსკვლავური წვეთებით დააჯილდოოს.
Tiziana Terenzi-ს სუნამო Velorum, არომატული სამყაროს ჭეშმარიტი ექსპერტებისადმი მიძღვნილი ძვირფასი საჩუქარია, რამდენადაც, აბსოლუტის (აბსოლუტი: პარფიუმერული ნედლეული, რომელიც მიიღება ნახშირწყალბადის ტიპის ექსტრაქტების ან მცენარეული მასალის ცხიმოვანი ექსტრაქტების ალკოჰოლური ექსტრაქციით) უნიკალურობის სრულყოფილად დაფასება მხოლოდ მათ ძალუძთ!
გამხსნელი ნოტები:
ჯანჯაფილი, მანდარინი, ზაფრანა, ვარდი, შავი პილპილი, ილი
გულის ნოტები:
მუსკატის კაკალი, მიხაკი, დარიჩინი, ჩაი, ლოტუსი, ნუში, მარაკუია
საბაზისო ნოტები:
ვანილი, მუშკი, გუაიაკის ხე, სანდალი, ტონკას მარცვლები, თეთრი შოკოლადი და ამბრი
Alcohol Denat., Parfum, Ethylhexyl Methoxycinnamate, Ethylhexyl Salicylate, Butyl Methoxydibenzoylmethane, CI 19140, CI 16255, Limonene, CI 28440, Alpha-Isomethyl Ionone, CI 14720, Linalool, Benzyl Salicylate, CI 73015, Geraniol, Citronellol, Coumarin, Hydroxycitronellal, Citral, Eugenol, Benzyl Benzoate, Farnesol, Cinnamal
Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.
კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.
კოლექცია Luna აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.
კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.
დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.
კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს.
კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.
Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.