მთავარიშოპისუნამო

ORIONIS

ORIONIS

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

Tiziana Terenzi-ს არომატი Orionis, ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი მოგზაურობაა ორიონის თანავარსკვლავედში, ტერენცების ოჯახის სურნელოვანი ბიბლიოთეკის კვალდაკვალ, უნიკალური, განუმეორებელი აბსოლუტის (აბსოლუტი: პარფიუმერული ნედლეული, რომელიც მიიღება ნახშირწყალბადის

მოცულობა:

Not Chosen

2,550.00 ₾
აღწერა

Tiziana Terenzi-ს არომატი Orionis, ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი მოგზაურობაა ორიონის თანავარსკვლავედში, ტერენცების ოჯახის სურნელოვანი ბიბლიოთეკის კვალდაკვალ, უნიკალური, განუმეორებელი აბსოლუტის (აბსოლუტი: პარფიუმერული ნედლეული, რომელიც მიიღება ნახშირწყალბადის ტიპის ექსტრაქტების ან მცენარეული მასალის ცხიმოვანი ექსტრაქტების ალკოჰოლური ექსტრაქციით) შესაქმნელად.

სუნამო ლიმიტირებული გამოშვებისაა, რადგანაც მასში შემავალი ესენციები და უძვირფასესი მოლეკულები ამოწურვადი და შესაბამისად, შეზღუდულია: ეს ინგრედიენტები, ტერენცების საოჯახო ბიბლიოთეკაში, 50-წლიანი მაცერაციის შედეგად მიიღეს, რის გამოც, ზოგიერთი მათგანის გამოყენებას სრულად კრძალავენ; ისინი მხოლოდ, ოფიციალურად რეგისტრირებული კომპანიებისთვისაა ხელმისაწვდომი, რომელთაც კანონიერი მტკიცებულება გააჩნიათ, რომ ტერენცების ოჯახის მსგავსად, მოცემულ ნედლეულზე წვდომა 1968 წლამდეც ჰქონდათ.

ორიონის ცნობილი თანავარსკვლავედის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავებით შექმნილი არომატის — Orionis-ის შემადგენლობის 40% წმინდა, ბუნებრივი, უიშვიათესი ზეთებია და სითხის კონცენტრაციაც, უკიდურესად მაღალია: ამ სურნელოვანი პირამიდით იწყება მოგზაურობა მხატვრული პარფიუმერიის ახალი საზღვრების მიმართულებით — იქ, სადაც შეზღუდვები და წესები აღარ მოქმედებს და მხოლოდ ორიონის თანავარსკვლავედის განთქმული ვარსკვლავის — ორიონისის სადარი საოცრებისა და სილამაზის შექმნის წყურვილი მეფობს.

Tiziana Terenzi-ს სურნელოვანი ქმნილება აშკარად უჩვეულო კომბინაციით — მოლიზეს (სასოფლო-სამეურნეო რეგიონი ცენტრალური იტალიის სამხრეთით) იშვიათი ჯიშის ზაფრანის და მირამარის (ვალენსია) საკმეველის დუეტით იშლება, რომელიც მყისიერად მიისწრაფის ცეცხლოვანი კომპოზიციის ჭეშმარიტი ფოკუსისა და საოცარი, მძლავრი სურნელების აფეთქებისკენ — არომატის გულისკენ: ტერენცების ბიბლიოთეკაში 50 წლის განმავლობაში საგულგადულოდ დაცული უიშვიათესი და ძალიან ცნობილი მოლეკულა — ძვირფასი, აფროდიზიაკური ამბრი ბრძნულადაა შეზავებული მუშკისა და ინდური წითელი პაჩულის ნოტებთან (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით).

ჭეშმარიტად მდიდრული იტალიური მხატვრული პარფიუმერიის განსახიერება — Orionis, მყარად ეყრდნობა რაფინირებულ, უიშვიათესი მერქნების ბაზას, სადაც განსაკუთრებულად ჟღერს ტოლუს (კოლუმბიის ქალაქი და მუნიციპალიტეტი) ბალზამის სურნელი.

გამხსნელი ნოტები:

ზაფრანა და საკმეველი

გულის ნოტები:

მუშკი, ამბრი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) და წითელი პაჩული

საბაზისო ნოტები:

ტულუს ბალზამი (პერუს ბალზამის ხის, იგივე სანტოსის ხის  ქერქისგან მიღებული სურნელოვანი ფისი ქარვის/აღმოსავლური ნოტებით), ბენზოინი (ხის ფისისგან მიღებული ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული ბალზამის, ხის, ვანილის, პუდროვანი, რძისებრი და მომწარო აკორდებით), ვანილი, მუშკი და უდი

Alcohol Denat., Parfum, Limonene, Linalool, Benzyl Benzoate, Citronellol, Geraniol, Benzyl Cinnamate, Farnesol, Benzyl Alcohol, Cinnamal, Citral, Eugenol, Isoeugenol, Cinnamyl Alcohol

Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.

კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.

კოლექცია Luna  აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.

კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.

დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.

კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს. 

კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.

Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.