მთავარიშოპისუნამო

LYNCIS

LYNCIS

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

Tiziana Terenzi-ს Lyncis მანათობელი, მგრძნობიარე სურნელოვანი ქმნილებაა. მისი ძვირფასი, მოციმციმე აურა ისეთივე მომაჯადოებელია, როგორც არომატის ძვირფასი სამკაულის სადარი ფლაკონი, მასში მოთავსებული სითხის შემადგენელი ნედლი ინგრედიენტების ექსკლუზიურ, უნიკალურ

მოცულობა:

Not Chosen

2,550.00 ₾
აღწერა

Tiziana Terenzi-ს Lyncis მანათობელი, მგრძნობიარე სურნელოვანი ქმნილებაა. მისი ძვირფასი, მოციმციმე აურა ისეთივე მომაჯადოებელია, როგორც არომატის ძვირფასი სამკაულის სადარი ფლაკონი, მასში მოთავსებული სითხის შემადგენელი ნედლი ინგრედიენტების ექსკლუზიურ, უნიკალურ პროექციას რომ გვთავაზობს.

ფოცხვერის თანავარსკვლავედში მოგზაურობისას, ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავს — ლინცისს გადაეყრებით — ინტენსიური შეფერილობის მქონე, უკიდურესად მბრწყინავ და იდუმალ ციურ სხეულს. ის, ზოგჯერ, უხილავია, მაგრამ მისი არსებობა მაინც შეიგრძნობა, როგორც Tiziana Terenzi-ს სურნელოვანი ქმნილება — Lyncis ახვევს მომხმარებლებს უხილავად თავისი ჰიპნოზური, მაცდური აურის საბურველში.

ზეთები და ესენციები, ტერენცების ოჯახის ძვირფას, უძველეს სურნელოვან ბიბლიოთეკაში, 50 წელზე მეტია, რაც დავარგებული და საგულდაგულოდ დაცულია: ზოგიერთი მათგანი, დღესდღეობით, ხელმისაწვდომი აღარაა და შესაბამისად, ფასდაუდებელია; ზოგიც — ახალი, ამაღლებული სურნელოვანი ქმნილების ფორმით გვევლინება, როგორც საჩუქარი მხატვრული პარფიუმერიის მოტრფიალეთათვის და მათთვის, ვისაც სურთ, აბსოლუტურად უნიკალურები იყვნენ. უიშვიათესი სილამაზის სურნელოვანი გამოცდილება — არომატი Lyncis, ლიმიტირებულად იწარმოება: მსოფლიოში სულ რამდენიმე ასეული ფლაკონია ხელმისაწვდომი.

არომატის სურნელი გამაგრილებელი და ენერგიის მომნიჭებელი ნოტებით იშლება: სიცილიური მანდარინის და გრეიფრუტის ბლენდში, საყოველთაოდ მოთხოვნადი ნედლეულის — კალაბრიული ბერგამოტის ჟღერადობა იკვეთება. მათ სურნელს ბოლივიური ვარდისფერი წიწაკის მარცვლების ცქრიალა ნოტები უპირისპირდება.

შუშხუნა გამხსნელ ნოტებს გარს ეკვრის მდიდრული, დახვეწილი ყვავილოვანი გული:

ბულგარული ვარდი იხუტებს სამეფო ჟასმინისა და სიცილიური ფორთოხლის ყვავილებს. კომპოზიციის განვითარების შემდეგ ეტაპზე, თითქოს არსაიდან ჩნდება ტოსკანური თეთრი ზამბახის მომაჯადოებლად მაცდური სურნელი, ტერენცების საოჯახო ბიბლიოთეკის საცავებში, 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დავარგებულ ძვირფას, აფროდიზიაკურ ამბრთან (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) ერთად.

ასეთ მდიდრულ სურნელოვან კომპოზიციას, ბუნებრივია, უკიდურესად მძლავრი ბაზა სჭირდება, რათა მისი გამყარება და გარანტირებული მდგრადობა განაპირობოს, რის გამოც, საბაზისო ნოტები განსაკუთრებული ნედლი ინგრედიენტებითაა შექმნილი: მყისიერად ჟღერს წითელი პაჩულის და ინდური სანდალის ხის (სანდალის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით) დელიკატური ძალა, რომელსაც დახვეწილობას ანიჭებს ლიბანური კედარის და ტაიტური ვეტივერის ზღვისებრი სიგრილე.

სურნელის ბაზას, განვითარების შემდეგ ეტაპზე, ტოსკანური მუხის ხავსის და ბრაზილიის შტატის, მატუ გროსუს ტონკას მარცვლების ძალა აღარმავებს.

Tiziana Terenzi-ს Lyncis მანათობელი, მგრძნობიარე სურნელოვანი ქმნილებაა. მისი ძვირფასი, მოციმციმე აურა ისეთივე მომაჯადოებელია, როგორც არომატის ძვირფასი სამკაულის სადარი ფლაკონი, მასში მოთავსებული სითხის შემადგენელი ნედლი ინგრედიენტების ექსკლუზიურ, უნიკალურ პროექციას რომ გვთავაზობს.

გამხსნელი ნოტები:

ბერგამოტი, მანდარინი, გრეიფრუტი და ვარდისფერი წიწაკა

გულის ნოტები:

ბულგარული ვარდი, ჟასმინი, ფორთოხლის ყვავილი, თეთრი ზამბახი და ამბრი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით)

საბაზისო ნოტები:

პაჩული, სანდალვუდი (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით), კედარი, ვეტივერი, მუშკი, მუხის ხავსი და ტონკას მარცვლები

Alcohol Denat., Parfum, Limonene, Linalool, Ethylhexyl Methoxycinnamate, Hexyl Cinnamal, Citronellol, Ethylhexyl Salicylate, Butyl Methoxydibenzoylmethane, Geraniol, CI 19140, CI 16255, CI 28440, CI 14720, Alpha-Isomethyl Ionone, Hydroxycitronellal, Citral, CI 73015, Benzyl Benzoate, Farnesol, Coumarin, Eugenol, Anise Alcohol, Methyl 2-Octynoate, Benzyl Cinnamate, Benzyl Alcohol, Benzyl Salicylate

Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.

კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.

კოლექცია Luna  აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.

კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.

დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.

კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს. 

კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.

Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.