მთავარიშოპისუნამო

LEONIS

LEONIS

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

Tiziana Terenzi-ს კოლექცია Absolute (იგულისხმება Luna Stars Assoluto Collection | კოლექცია „მთვარის ვარსკვლავების აბსოლუტი“) ფართოვდება, ამჯერად — არაორდინალური ესენციის, Leonis I-ის (იგულისხმება ვარსკვლავი რეგულუსი, იგივე „პატარა მეფე“, რომელსაც ხშირად კო

მოცულობა:

Not Chosen

2,550.00 ₾
აღწერა

Tiziana Terenzi-ს კოლექცია Absolute (იგულისხმება Luna Stars Assoluto Collection | კოლექცია „მთვარის ვარსკვლავების აბსოლუტი“) ფართოვდება, ამჯერად — არაორდინალური ესენციის, Leonis I-ის (იგულისხმება ვარსკვლავი რეგულუსი, იგივე „პატარა მეფე“, რომელსაც ხშირად კორ ლეონისს — „ლომის გულს“ უწოდებენ. ის, ასევე, მთავარანგელოზის ოთხი ვარსკვლავიდან ერთ-ერთია; უძველეს დროში, ჩრდილოეთის ცაზე, მზის ზაფხულის ბუნიობას აღნიშნავდა და წარმოადგენდა სპარსელების სამეფო ვარსკვლავს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3000 წლამდე) დამსახურებით: ეს სახელწოდება, სუნამოს, ლომის თანავარსკვლავედიდან ამომავალი შორეული ვარსკვლავის მიხედვით უწოდეს.

ლომის ქმნილების ძალასა და ელეგანტურობაში ფესვგადგმული ძვირფასი სურნელოვანი კომპოზიცია, გაბედულად არღვევს სტანდარტებს და ორიგინალურ, განუმეორებელ არომატს გვთავაზობს. ამ ძვირფასი სურნელოვანი ქმნილების უნიკალური ნოტები, როგორც ხარისხისისადმი უსასრულო ლტოლვის მტკიცებულება, იშვიათი პარფიუმერული ინგრედიენტებითაა შედგენილი და ჯადოსნური სიმფონიის წარმოსაქმნელად ერთიანდება, რომელიც ყველაზე დახვეწილი მოაზროვნეებისთვისაც კი რთულად წარმოსადგენია.

Leonis I-ის ჰარმონიული დაძაბულობა ყველაზე უკიდურეს წარმოსახვას მოიცავს, როგორც ღამის მსუბუქი, თუმცა, ამავდროულად, მკბენარი ნიავი, ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ, ჩვენს კანს რომ ეთამაშება; სამყაროს ჯადოსნობას გამოაღვიძებს და ძვირფას, ცქრიალა გამოცდილებებს გვპირდება თავისი მოკაზმული ფლაკონის მსგავსად, მშვენიერებით მზერას რომ ატყვევებს და სულს მოიცავს.

ეს სურნელოვანი ქმნილება ანტიკური ალქიმიის განსხეულებაა: მისი სტრუქტურა სამ ძვირფას ელემენტს ეყრდნობა, რომლებმაც კაცობრიობის მთელი ისტორია — რომის იმპერიიდან მოყოლებული — დღემდე, საკმეველის კვალდაკვალ აღბეჭდა. მოდური მოგზაურობა ძვირფასი საკმეველისა და მირონის ძიებაში, სამეფო უდთან ერთად, ოქროს მოპოვებაზე მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევა.

Leonis I-ის სურნელი ენერგიული, გამაგრილებელი ნოტებით იშლება: ჰაერში ლივლივებს ციტრუსოვანი ხილის ცოცხალი სიმფონია ბრაზილიური ფორთოხლის დომინაციით, რომელიც სიცილიური ზაფრანის ეგზოტიკურ ნოტებსა და დავანას (არტემიზია პალენსი) სითბოს ერწყმის. შავი პილპილის მკვეთრი კონტრაპუნქტი კი გამხსნელ ნოტებს პიკანტურ შტრიხს მატებს, რომელთა გრილი, ენერგიის მომნიჭებელი დამაბალანსებელი მოქმედება, ძალიან ღრმა და მრავალმხრივ გულში მყარდება — გრანადას (ქალაქი ესპანეთში) მუსკატის კაკლით გარემოცულ ტეხასური კედარის სურნელში.

იორდანიული მირონის მეფური ენერგია ომანის საკმეველისა და ინდური კვიპრიოლის (კვიპრიოლი/ნაგარმოტა: რიზომებისგან/ფესურასგან შექმნილი პარფიუმერული ნედლეული შიპრის ტიპის არომატების მისაღებად, ხის, მიწის, ტყავის, კვამლის და ქარვის აკორდებით) იდუმალ ძალას გამოკვეთს, ინდური ჟასმინი კი — ღრმა ყვავილოვან შტრიხს მატებს. გულის ნოტებს კამბოჯური უდის (უდი/აგარის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით) მომხიბლავი საბურველი აკრავს გარს.

მთლიანი კომპოზიცია აგებულია ავსტრალიური სანდალის ხის ბაზაზე, რომელიც დამაჯერებლად ერწყმის ჯადოსნურ ამბრს, მადაგასკარული ვანილის ექსტრემალური სიტკბო და ბენზოინის თბილი ნოტები კი, მათ სურნელს იხუტებს (სანდალის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით. ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით. ბენზოინი: ხის ფისისგან მიღებული ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული ბალზამის, ხის, ვანილის, პუდროვანი, რძისებრი და მომწარო აკორდებით).

Tiziana Terenzi-ს სუნამო Leonis I, არომატული სამყაროს ჭეშმარიტი ექსპერტებისადმი მიძღვნილი ძვირფასი საჩუქარია, რამდენადაც, აბსოლუტის (აბსოლუტი: პარფიუმერული ნედლეული, რომელიც მიიღება ნახშირწყალბადის ტიპის ექსტრაქტების ან მცენარეული მასალის ცხიმოვანი ექსტრაქტების ალკოჰოლური ექსტრაქციით) უნიკალურობის სრულყოფილად დაფასება მხოლოდ მათ ძალუძთ!

გამხსნელი ნოტები:

ბრაზილიური ფორთოხალი, სიცილიური ზაფრანა, ინდური დავანა (არტემიზია პალენსი) და შავი პილპილი

გულის ნოტები:

გრანადას მუსკატის კაკალი, ტეხასური კედარი, იორდანიული მირონი, ომანის საკმეველი, ინდური კვიპრიოლი, კამბოჯური უდი (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით), ინდური სამბაკის ჟასმინი

საბაზისო ნოტები:

ავსტრალიური სანდალვუდი (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით), ამბრი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით), მადაგასკარული ვანილი და ბენზოინი (ხის ფისისგან მიღებული ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული ბალზამის, ხის, ვანილის, პუდროვანი, რძისებრი და მომწარო აკორდებით)

Alcohol Denat., Parfum, Alpha-Isomethyl Ionone, Limonene, Coumarin, Farnesol, Benzyl Benzoate, Linalool, Cinnamal, Geraniol, Benzyl Cinnamate, Eugenol, Isoeugenol, Cinnamyl Alcohol, Benzyl Alcohol

Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.

კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.

კოლექცია Luna  აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.

კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.

დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.

კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს. 

კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.

Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.