DUBHE
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
Tiziana Terenzi-ს კოლექცია Absolute-ის (იგულისხმება Luna Stars Assoluto Collection | კოლექცია „მთვარის ვარსკვლავების აბსოლუტი“) მესამე თავია არომატი Dubhe, ისტორიებითა და მისტერიებით მდიდარი დიდი დათვის თანავარსკვლავედის ვარსკვლავ დუბჰეს სურნელოვანი განსახ
Not Chosen
Tiziana Terenzi-ს კოლექცია Absolute-ის (იგულისხმება Luna Stars Assoluto Collection | კოლექცია „მთვარის ვარსკვლავების აბსოლუტი“) მესამე თავია არომატი Dubhe, ისტორიებითა და მისტერიებით მდიდარი დიდი დათვის თანავარსკვლავედის ვარსკვლავ დუბჰეს სურნელოვანი განსახიერება, რომელიც, ანტიკურ ხანაში, პოლარული ვარსკვლავი იყო და დღეღამსწორობის პრეცესიის (პრეცესია: დედამიწის ბრუნვის ღერძის (PD) ორიენტაციის ცვლილება სივრცეში) მიხედვით, 20500 წელს, კვლავაც ამ ამპლუაში მოგვევლინება.
ამ ჯადოსნური ვარსკვლავის იდენტობის მუდმივი ძიება Tiziana Terenzi-ს უწყვეტი სტილისტიკური და შემოქმედებითი კვლევის თანახმად, უკვე საკმაოდ მრავალმხრივი და თავხედური სურნელების შესწავლას ემსახურება, მაგალითად, როგორიცაა კოლექცია Luna-ს („მთვარე“) სუნამო Ursa („ურსა“).
Tiziana Terenzi-ს Dubhe დასამახსოვრებელი კომპოზიციაა, დაშიფრული და სავარაუდოდ, ამოუხსნელი სურნელითა და მეფური, ძლიერი ხასიათით — ველური და ამავდროულად, დახვეწილი. მისი შემადგენელი პარფიუმერული ნედლეული, 50 წელზე მეტია, რაც საგულდაგულოდ და საიდუმლოდაა დაცული ტერენცების ოჯახის სურნელოვან ბიბლიოთეკაში: ეს უიშვიათესი მოლეკულების შემცველი უძვირფასესი ზეთები, ნელი მაცერაციისა და ხანგრძლივი დავარგების შედეგად, განუმეორებელ არომატებს გამოსცემენ — მხოლოდ და მხოლოდ მათთვის, ვისაც შესწევს მოთმინება, მათ დაგემოვნებას მთელი ცხოვრების განმავლობაში ელოდონ.
კაშკაშა ვარსკვლავებს შორის გამეფებული კოსმოსი და აბსოლუტური მდუმარება, ჩვენში, ათასობით წლებია, აისახება; ამ მომენტის სილამაზეს კი — Tiziana Terenzi-ს Dubhe-ს მოკაზმულ ფლაკონში მოქცეული აბსოლუტის ერთი წვეთი მოიცავს.
გამხსნელი ნოტები:
კვიპრიოლი (იგივე ნაგარმოტა: რიზომებისგან/ფესურასგან შექმნილი ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული შიპრის ტიპის არომატების მისაღებად, ხის, მიწის, ტყავის, კვამლის და ქარვის აკორდებით), ცენტიფოლიას (იგივე მაროკოს) ვარდი, ზაფრანა და გერანიუმი (ვარდის, პიტნის, წიწაკის და ლიმონის აკორდებით შემდგარი ბუნებრივი პარფიუმერული ინგრედიენტი)
გულის ნოტები:
გურჯუმის ბალზამი (საკმეველისებრი სურნელი თბილი, ხისებრი, ტკბილი და ამავდროულად მშრალი, ფიჭვის, პაჩულისა და ქაფურის ნოტების გაელვებით შემკული ბალზამისებრი და ფისოვანი აკორდებით), კედარი, კასისი (შავი მოცხარის ტკბილი აკორდი), ვანილის წიპწები, თეთრი უდი (იგივე აგარვუდი/ბუაია: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით), ორისი (ზამბახის აკორდი) და გუაიაკი
საბაზისო ნოტები:
ამბრი , წითელი პაჩული, მუშკი, სანდალვუდი (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით) და უდი
Alcohol Denat., Parfum, Citronellol, Geraniol, Hydroxycitronellal, Limonene, Linalool, Citral
Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.
კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.
კოლექცია Luna აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.
კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.
დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.
კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს.
კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.
Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.