ALIOTH
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
Tiziana Terenzi-ს სურნელოვანი ქმნილება — Alioth, იტალიურ პარფიუმერთა სამი თაობის ცოდნას განასახიერებს და უძვირფასესი, უნიკალური ნედლი ბუნებრივი ინგრედიენტებითაა დამზადებული, რომლებიც დღეს ხელმისაწვდომი აღარაა. ეს ექსკლუზიური ფუფუნება მხოლოდ პრივილეგირებულთ
Not Chosen
Tiziana Terenzi-ს სურნელოვანი ქმნილება — Alioth, იტალიურ პარფიუმერთა სამი თაობის ცოდნას განასახიერებს და უძვირფასესი, უნიკალური ნედლი ბუნებრივი ინგრედიენტებითაა დამზადებული, რომლებიც დღეს ხელმისაწვდომი აღარაა. ეს ექსკლუზიური ფუფუნება მხოლოდ პრივილეგირებულთა ხვედრია — ვისაც შეუძლიათ, აბსოლუტური უნიკალურობა და განუმეორებლობა სრულყოფილად დააფასონ.
ტიციანას და პაოლოს სტილისტიკური მოკვლევა მხატვრული პარფიუმერიის სფეროში გრძელდება, რათა ალქიმიისა და ემოციების ჰორიზონტები ახალ, უპრეცედენტო თვალსაწიერებზე გააფართოონ. ეს მოგზაურობა დიდი დათვის თანავარსკვლავედისკენ მიგვიძღვის და შლის და აფართოებს ტრადიციულ სურნელოვან პირამიდას, რათა ახალი, ამაღელვებელი სენსორული ვიბრაციები წარმოქმნას. მსვლელობას, ტერენცების სურნელოვან ბიბლიოთეკაში 50 წლის განმავლობაში მაცერირებული მიუწვდომელი ზეთების სურნელების კვალდაკვალ, აღმოჩენები და პაუზები ახლავს — ძვირფას ნედლ ინგრედიენტებთან, მათ შორის — აბსოლუტებთან (აბსოლუტი: პარფიუმერული ნედლეული, რომელიც მიიღება ნახშირწყალბადის ტიპის ექსტრაქტების ან მცენარეული მასალის ცხიმოვანი ექსტრაქტების ალკოჰოლური ექსტრაქციით) ერთად.
დიდი დათვის თანავარსკვლავედის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი — ალიოთი, ღამის ცაზე მკვეთრად ციალებს. ეს საოცარი ციური სხეული, ჩვენს მზეზე ოთხჯერ დიდია და უსასრულო კოსმოსში ინტენსიური, მანათობელი შუქით ფეთქავს. სწორედ მისი შთაგონებით შეიქმნა Tiziana Terenzi-ს სუნამო Alioth — პარფიუმერული შედევრი, რომელიც კოლექცია Luna Stars Assoluto Collection-ს („მთვარის ვარსკვლავების აბსოლუტი“) ამდიდრებს.
ინოვაციური კვლევის კვალდაკვალ და ამავდროულად, ყველაზე უძველეს, ძვირფას ტრადიციულ პარფიუმერიაში ფესვგადგმულ მეთოდებზე დაყრდნობით, ტიციანა და პაოლო ტერენცების შემოქმედებითი გენია სილამაზის ცის კაბადონზე ახალ ვარსკვლავს შობს. დღეისათვის მიუწვდომელი და შეუფასებელი, უკიდურესად იშვიათი ნედლეულის ოსტატური შეზავებით შექმნილი ბრწყინვალე ქმნილება, დაგემოვნებისთანავე დამატყვევებელი მოქმედებით ხასიათდება.
კომპოზიცია ტერენცების სურნელოვან ბიბლიოთეკაში ათწლეულების განმავლობაში დაცული იშვიათი ჯიშის სპეციების გრაციოზული მინიშნებებით იხსნება: ძვირფას სარდინიულ ზაფრანას, რომელიც მსოფლიოს ყველაზე გემრიელ ინგრედიენტადაა მიჩნეული, შავი და მწვანე წიწაკის საპირისპირო ნოტების სიგრილე აბალანსებს, ილის ალერსი კი გამხსნელ ნოტებს სიტკბოს მატებს.
მანათობელი, მფეთქავი არომატის გულში, 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ოსტატურად დავარგებული ბულგარული ვარდის აბსოლუტი გვხვდება — პლანეტის ყველაზე აფროდიზიაკური ესენცია, რომლის ერთი წვეთის მისაღებად, ამ საოცარი ყვავილის ათასი ფურცლის ექსტრაქტირებაა საჭირო.
ვარდის ნექტარს გარს ეკვრის ილანგ ილანგის მგრძნობიარე რევერბერაციები, როდოსის კვიპრიოლის (კვიპრიოლი/ნაგარმოტა: რიზომებისგან/ფესურასგან შექმნილი პარფიუმერული ნედლეული შიპრის ტიპის არომატების მისაღებად, ხის, მიწის, ტყავის, კვამლის და ქარვის აკორდებით) იდუმალი ძალები კი — ამყარებს. ამ რევერბერაციების კანთან კონტაქტის ხანგრძლივობის მსგავსად, სუნამოს მდიდრული და ემოციული გულიც მარადიული ჩახუტების წიაღში იმყოფება: ძვირფასი ინდური უდი (უდი/აგარის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით) შერწყმულია კამბოჯის ტყეების უდთან, მათ ნოტებს კი მადაგასკარული ვანილი ამაღლებს. საბაზისო ნოტებს ხაზს უსვამს რუხი ამბრი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) და 50 წლის განმავლობაში დავარგებული მუშკი.
Tiziana Terenzi-ს სურნელოვანი ქმნილება — Alioth, იტალიურ პარფიუმერთა სამი თაობის ცოდნას განასახიერებს და უძვირფასესი, უნიკალური ნედლი ბუნებრივი ინგრედიენტებითაა დამზადებული, რომლებიც დღეს ხელმისაწვდომი აღარაა. ეს ექსკლუზიური ფუფუნება მხოლოდ პრივილეგირებულთა ხვედრია — ვისაც შეუძლიათ, აბსოლუტური უნიკალურობა და განუმეორებლობა სრულყოფილად დააფასონ.
გამხსნელი ნოტები:
ზაფრანა, ილი, შავი პილპილი და მწვანე ვაშლი
გულის ნოტები:
ბულგარული ცენტიფოლიას ვარდი, ილანგ ილანგი, პაჩული და კვიპრიოლი (იგივე ნაგარმოტა: რიზომებისგან/ფესურასგან შექმნილი ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული შიპრის ტიპის არომატების მისაღებად, ხის, მიწის, ტყავის, კვამლის და ქარვის აკორდებით)
საბაზისო ნოტები:
კამბოჯური უდი (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით), მადაგასკარის ვანილი, ამბრი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით), ინდური უდი და მუშკი
Alcohol Denat., Parfum, Alpha – Isomethyl Ionone, Citronellol, Limonene, Geraniol, Linalool, Eugenol, Hydroxycitronellal, Citral, Farnesol, Benzyl Benzoate
Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.
კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.
კოლექცია Luna აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.
კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.
დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.
კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს.
კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.
Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.