მთავარიშოპისუნამო

ADHIL

ADHIL

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

Tiziana Terenzi-ს კოლექცია Assoluto-ს (იგულისხმება Luna Stars Assoluto Collection | კოლექცია „მთვარის ვარსკვლავების აბსოლუტი“) რიგით მეორე სუნამოა Adhil, ანდრომედეს თანავარსკვლავედის განთქმული ვარსკვლავის მოსახელე.

მოცულობა:

Not Chosen

2,550.00 ₾
აღწერა

Tiziana Terenzi-ს კოლექცია Assoluto-ს (იგულისხმება Luna Stars Assoluto Collection | კოლექცია „მთვარის ვარსკვლავების აბსოლუტი“) რიგით მეორე სუნამოა Adhil, ანდრომედეს თანავარსკვლავედის განთქმული ვარსკვლავის მოსახელე.

პარფიუმერების სტილისტიკური და შემოქმედებითი პრინციპი უკიდურეს მოკვლევას ემყარება: თითქმის, აკრობატული წიაღსვლით, ანდრომედეს გალაქტიკის საზღვრებსა და მის მუდმივ ევოლუციას შეისწავლის და ძვირფასი, უიშვიათესი ნედლი ინგრედიენტებით შექმნილ ორიგინალურ, უნიკალურ სურნელოვან კომპოზიციას გვთავაზობს — ზაფხულის საღამოს თბილი ნიავის მსგავსად სუნთქვის შემკვრელ ემოციური ნოტების თვალწარმტაც ბალანსს.

წარმოსახვის კარს გვიღებს ბუნებრივი ჟასმინის დისონანსური და ამავდროულად ჰარმონიული წონასწორობა ანისულის ვარსკვლავთან და გულში იკრავს გიჟური სიბრძნით დაჯილდოებულ პიროვნებებს, რომლებიც ამ ნექტარს ატარებენ.

Adhil-ის სურნელით აღძრულ სიზმრისეულ გამოძახილებს ამყარებს სანდალის ხის, ძილგუდას (მღრღნელი) მუშკის და ჰელიოტროპისა და ქარვის რეზონანსული მდგრადობის ძალა (სანდალის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით).

გამხსნელი ნოტები:

კასისი (შავი მოცხარის ტკბილი აკორდი), მწვანე ნოტები და ანისული

გულის ნოტები:

დიდყვავილა ჟასმინი, ბრიზის აკორდი

საბაზისო ნოტები:

ავსტრალიური სანდალვუდი (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით), ჰელიოტროპი, ამირისი (ციტრუსი), ამბრი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით), ვანილის წიპწები და მუხის ხავსი

Alcohol Denat., Parfum, Ethylhexyl Methoxycinnamate, Ethylhexyl Salicylate, Butyl Methoxydibenzoylmethane, CI 19140, CI 16255, CI 28440, CI 14720, Hydroxycitronellal, Farnesol, CI 73015, Benzyl Benzoate, Benzyl Alcohol, Linalool

Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.

კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.

კოლექცია Luna  აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.

კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.

დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.

კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს. 

კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.

Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.