ARSENICO
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
V Canto-ს Arsenico, სურნელის წვეთში მოქცეული ცდუნების ლეტალური იარაღია!
Not Chosen
ყოვლისშემძლე დარიშხანს, საწამლავების მახასიათებელ რეიტინგში, უპირობო პრინცის როლი ენიჭება, რამდენადაც, მართლაც, კაცობრიობის ერთ-ერთ ყველაზე განთქმულ მომაკვდინებელ ნივთიერებად მიიჩნევა. მისი კვალის გაქრობა ადვილია, ღრმა, მდიდრული შეფერილობის დამსახურებით კი — ესთეტიკურ სიამოვნებას გვგვრის, რაც სახელის ეტიმოლოგიასაც განაპირობებს: „დარიშხანი“ სპარსულად „ორნამენტს“ ნიშნავს.
დარიშხანს ხშირად იყენებდა სასიკვდილო და ნარკოტიკული საშუალებების ჭეშმარიტი მბრძანებელი — ლუკრეცია ბორჯია (რომის პაპის — ალექსანდრე VI-ის ქალიშვილი, რომელიც განთქმული იყო სილამაზით), მსხვერპლისთვის რეალობის შეგრძნება რომ დაეკარგვინებინა და საკუთარი ზეგავლენის ქვეშ მოექცია: დაუნდობელი სტრატეგიის თანახმად, ოსტატ იუველირებს, ოქროს დახვეწილი ბეჭედი დაამზადებინა საიდუმლო განყოფილებით, მუდამ თან რომ ჰქონოდა საწამლავი და საჭიროებისამებრ, მყისიერად გამოეყენებინა. ამ ძლევამოსილი შხამის ძალით მოპოვებული რეპუტაციით, ლუკრეციას პერსონაჟმა, არაერთი ცნობილი ტრაგედია შთააგონა, მათ შორის — უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“ და გიუსტავ ფლობერის „მადამ ბოვარი“.
V Canto-ს სურნელოვანი ქმნილების — Arsenico-ს სტილისტური შთაგონება, სწორედ, დარიშხანის მომაკვდინებელი სილამაზე და მისი უსაფრთხო საცავი — ლუკრეცია ბორჯიას ბეჭედია. ეს არომატი, მუდამ გვერდში მყოფ ერთგულ მეგობარს ჰგავს, ან — ეთერული სამყაროს დახვეწილ, სამარისებურ სიჩუმეში მოქმედ საშინელ იარაღს, რომელიც მუდამ მზადაა თავდაცვისა თუ თავდასხმისთვის, დაპყრობისა თუ ცდუნებისთვის. საბოლოო ჯამში, ამ სუნამოსა და დარიშხანს შორის, მართლაც იდუმალი მსგავსება იბადება, რადგან გარშემომყოფებზე ერთნაირად ზემოქმედებენ…
არომატის სურნელი გრაციოზული ციტრუსოვანი თაიგულით იშლება: ქაფისებრი კალაბრიული ბერგამოტი გამხსნელ ნოტებს მიუძღვის და წითელი ხილის დამამშვიდებელი სიტკბოსკენ მიცურავს — წითელი მოცხარის, ვაშლის და მდიდრული ანანასის ნაზავში. ამ სინუსური, დახვეწილი უვერტიურის შემდეგ, ძვირფასი მერქნების აფეთქება გაგაოცებთ, მათ შორის, უკიდურესად დახვეწილი არყის ხით და ტონკას მარცვლებით დაბალანსებული ხეების უიშვიათესი სახეობები — წითელი პაჩული და ლიბანური კედარი.
კომპოზიციის გულს, ჟასმინის, ბენზოინის (ბენზოინი: ხის ფისისგან მიღებული ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული ბალზამის, ხის, ვანილის, პუდროვანი, რძისებრი და მომწარო აკორდებით) და კონტრასტული — არტემიზიას ნოტები წარმოქმნიან.
Arsenico-ს განმაცვიფრებლად გამძლე კვალისა და დაუჯერებელი მდგრადობის ჭეშმარიტი ძალა, ანტიკურ მუშკსა და მდიდრულ ხავსებთან შერწყმულ რუხი ქარვის ბაზას ეყრდნობა.
V Canto-ს-ს Arsenico, სურნელის წვეთში მოქცეული ცდუნების ლეტალური იარაღია!
ზედა ნოტები: კალაბრიული ბერგამოტი, წითელი მოცხარი, ვაშლი და ანანასი
შუა ნოტები: წითელი პაჩული, არყი, ჟასმინი, ტონკას მარცვლები, ბენზოინი, კედარი და არტემიზია
ძირითადი ნოტები: ქარვისფერი ნაცრისფერი, ხავსი და მუშკი
Alcohol Denat., Parfum, Limonene, Linalool, Alpha-Isomethyl Ionone, Citronellol, Coumarin, Citral, Cinnamal, Geraniol, Hydroxycitronellal, Eugenol, Farnesol
პარფიუმერული ბრენდის — V Canto-ს (გამოითქმის, როგორც „კვინტო კანტო“) შთაგონება, ყველაზე ლამაზი სიყვარულის ისტორიაა, რაც კი ოდესმე დაწერილა — სიყვარული ავთენტური წარმოშობის, ღრმა ფესვებისა და სამშობლოსადმი. 700 წელზე მეტია, რაც ტერენცების (პარფიუმერები — ტიციანა და პაოლო) ოჯახი, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრის — გრადარას მახლობლად სახლობს: ამ ჯადოსნურ ღირსშესანიშნაობას, დიდმა დანტე ალიგიერმაც კი მიუძღვნა კანტო, პაოლოსა და ფრანჩესკას უკვდავი ლექსებით გამოძერწილი ფიგურებით („ღვთაებრივი კომედია. „ჯოჯოხეთი“ (Inferno). V კანტო). სწორედ იმ სტრიქონების ანარეკლებიდან იბადება V Canto-ს სურნელოვანი ქმნილებებიც.
კოლექცია „ლურჯი“ (The Blue Collection), ვნებით და სიყვარულით, ცოდვებით და სათნოებით, მანკიერებებით და ჰუმანურობით აღსავსე შუა საუკუნეების ისტორიისა და პოეზიის ანარეკლია;
კოლექციები — „წითელი“ და „მწვანე“ (Red | Green Collection), პარფიუმერების — პაოლო და ტიციანა ტერენცების შემოქმედებას, ახალი ისტორიებით ამდიდრებს V Canto-ს ციხის მკვიდრი შესანიშნავი დედოფლის — ლუკრეცია ბორჯიას შთაგონებით;
რაც შეეხება კოლექციას — „სიყვარულის ფოთლები“ (Foglie d'Amore Collection), მასში შემავალი სუნამოების ყოველ ფლაკონს, უძველესი ტექნოლოგიით ხელნაკეთი ოქროსა და ვერცხლის ფოთლები ამშვენებს და უნიკალურ, განუმეორებელ დიზაინს ანიჭებს;
V Canto — ესაა სიყვარული, ყველა შესაძლო ფორმით და ასპექტით, რადგან სიყვარულით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია