მთავარიშოპისუნამო

ARGE

ARGE

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

Arge-ს ძვირფასი ექსტრაქტი, ტერენცების ოჯახის ისტორიაში ღრმად ფესვგადგმული, ოსტატურად დაუფლებული ტექნიკით, მიწისა და ჰაერის ძალებს მოიცავს

მოცულობა:

Not Chosen

750.00 ₾
აღწერა

ბერძნული მითოლოგიის თანახმად, არგესი ურანის და გეას ვაჟი იყო: მითი გვიამბობს, როგორ გაერთიანდნენ ცის ღმერთი და დედამიწის ქალღმერთი კოსმოსური სიყვარულის წიაღში და ბუნების ორი ელემენტის — ჰაერისა და მიწის შერწყმით, არგესი შვეს.

Giardino Benessere-ს სურნელოვანი ქმნილება Arge მითოლოგიაში აღწერილ ცისა და მიწის კოსმოსურ ერთობას განასახიერებს, სადაც ბროლივით წმინდა ცის უხილავი ფერის საბურველში გახვეული ედემის ბაღის ყველა მშვენიერებაა აღბეჭდილი. ამ ღვთაებრივი ესენციის მაცდურ სურნელში, ჰაერის შუშხუნა სიგრილე ეგებება დედამიწის მტკიცე ძალას და მასთან ერთად, ერთ მთლიანობად იქცევა.

არომატის სურნელი, ედემის ბაღის ნაყოფივით ტკბილი, გემრიელი ხილის ნოტებით იშლება: მყისიერად გამოსჭვივის დოლომიტების მწვერვალების უკიდურესად იშვიათი ჟოლოს და მაცდური ბრაზილიური მარაკუიას ნოტებით გარემოცული რომანიას (რომანია: იტალიის ისტორიული ოლქი) ატმის გამოძახილი. ძლიერი და მაჰიპნოზირებელი გამხსნელი ნოტები აფროდიზიაკური თეთრი ყვავილების მაცდურ საწოლზე განისვენებენ: მკვეთრად იგრძნობა ვნებიან ბულგარულ ვარდთან და აფროდიზიაკურ ჰელოიტროპთან თავბრუდამხვევი ჩახუტებით გაერთიანებული მაგნოლიის, ტუბეროზის და ხეობის შროშანის ამაღლებული რევერბერაცია.

მთელ სურნელოვან კომპოზიციას, ტყეების მძაფრი სურნელით, ვნებების მორევში ჩაძირული ძლიერი ბაზა ამყარებს: საბაზისო ნოტებს შორის დომინირებს ავსტრალიური სანდალის ხე (სანდალის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით) და ალტასის კედარი, რომლებიც სინგაპურული პაჩულისა და მადაგასკარული ვანილის ყვავილების ნაზავის იდუმალი კონტრასტითაა მოცული და იტალიური ტყავის ელეგანტური სურნელით გარშემორტყმული.

არომატის ბაზის მომხიბლავი ცდუნება ისეთ სიმაღლეებს აღწევს, სადაც, საბოლოოდ, უიშვიათესი მუშკით გამოკვეთილი ამბრის (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) სურნელი ესენციას დამატყვევებელ იარაღად — აფროდიზიაკურ ძალად გარდაქმნის.

Arge-ს ძვირფასი ექსტრაქტი, ტერენცების ოჯახის ისტორიაში ღრმად ფესვგადგმული, ოსტატურად დაუფლებული ტექნიკით, მიწისა და ჰაერის ძალებს მოიცავს; მომხმარებლებს კი წმინდა ელეგანტურობას და მომხიბლავობას ანიჭებს, ფლაკონის დიზაინის მსგავს კამკამა, ლაჟვარდოვანი ცის მანათობელ ანარეკლთან ერთად.

ზედა ნოტები: რომანია ატამი, დოლომიტის ჟოლო და ბრაზილიური პასიფლორა

შუა ნოტები: მაგნოლია, ტუბეროზა, ველის შროშანი, ბულგარული ვარდი და ჰელიოტროპი

საბაზისო ნოტები: ავსტრალიური სანდალოზის ხე, სინგაპურის პაჩული, ატლასის კედარი, მადაგასკარის ვანილის ყვავილი, ქარვა, იტალიური ტყავი და მუშკი

Alcohol Denat., Parfum, Benzyl salicylate, Hydroxycitronellal, Coumarin, Linalool, Benzyl Alcohol, Limonene, Farnesol, Benzyl Benzoate

პარფიუმერული სახლის — Giardino Benessere-ს („გამაჯანსაღებელი ბაღი“) მთელი შთაგონება ბუნების და ფსიქო-ფიზიკური კეთილდღეობის იდეებს ემყარება: ბრენდის სოციალური და კომერციული ფაქტორებისგან გათავისუფლებული, უნიკალური ქმნილებები, პარფიუმერიის ტრადიციულ ნიმუშებს მიღმა იბადება და სულიერი სიმშვიდისა და კომფორტის მომნიჭებელ თერაპიას ემსახურება.

კოლექცია Classic („კლასიკა“) უკიდურესად დახვეწილი ფუფუნების ახალ კონცეფციას ასახავს: მასში შემავალი დიდებული პერსონიფიკაციის მქონე ძვირფასი, ბუნებრივი ესენციები, ყველაზე სელექციური პარფიუმერიის ექსპრესიას გვთავაზობს. Giardino Benessere-ს თითოეული პროდუქტი, ჭეშმარიტად ავთენტური ხასიათით, მშვენიერია როგორც ინდივიდუალურად გამოყენებისას, ასევე — ქარის მონაბერი სასიამოვნო სურნელივით, ბრენდის სხვა ესენციებთან შესარევად, რათა კიდევ უფრო აამაღლოს არომატი, რომელსაც ატარებთ.

კოლექცია Titans („ტიტანები“) გვიამბობს სამყაროს შექმნაზე; ბუნებისა და მისი წესების განმსაზღვრელ ღრმა ძალებზე. ეს დახვეწილი კოლექცია, ზევსის და ოლიმპოს ღმერთების მიერ წესრიგის დამყარებამდე მძვინვარე კოსმოსის პირველყოფილ არსებებს — ტიტანებს და მათ ძალას ასახავს. მასში შემავალი ესენციების სურნელის სილამაზეს კი ძვირფასი სამკაულების ზარდახშის მსგავსი მეტალის ფლაკონები აძლიერებს.