ARABIAN PASSION
Eau de Parfum
სუნამო
Thomas Kosmala-ს Arabian Passion პირველ შთაბეჭდილებას გლუვი, კვამლისებრი და გრილი სურნელით ახდენს.
Not Chosen
ზაფრანის და ილის ტრადიციული ნოტები პაჩულის, ვარდის და საკმეველის აკორდებს ერწყმის, რომელთა დამსახურებით, Thomas Kosmala-ს Arabian Passion პირველ შთაბეჭდილებას გლუვი, კვამლისებრი და გრილი სურნელით ახდენს.
სუნამოს ბაზას აგვირგვინებს უდი (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით), ქარვა და სანდალის ხე (სანდალვუდი: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით).
არომატის ხასიათს, შეიძლება, „თანამედროვე აღმოსავლური კლასიკა“ ვუწოდოთ: სწორედ ფაქიზად დაბალანსებული კლასიკური და თანამედროვე ასპექტების დამსახურებითაა Arabian Passion იდეალური განმასხვავებელი სუნამო, როგორც ყოველდღიური მოხმარებისთვის, ასევე — განსაკუთრებული შემთხვევებისთვის.
გამხსნელი ნოტები: ზაფრანა, ილი
გულის ნოტები: ვარდი, პაჩული, ოლიბანუმი (საკმეველის ნაირსახეობა)
საბაზისო ნოტები: ამბრი, უდი, სანდალის ხე
ბრენდ THOMAS KOSMALA PARIS-ის არომატთა ალქიმია თავად პარფიუმერი თომას კოსმალაა. მისი მოგზაურობა სურნელოვან სამყაროში პარიზში დაიწყო. იქ კლასიკური პარფიუმერიის შესასწავლად ჩავიდა და ნედლი ინგრედიენტების შეზავების განმაცვიფრებლად ახლებური კომბინაციების ემოციურ შესაძლებლობებს გაეცნო.
თომას კოსმალას დამოუკიდებელ ლაბორატორიაში შექმნილი და სრულქმნილი არომატები ოსტატურად აბალანსებს ტრადიციულ და ინოვაციურ მეთოდებს.
პარფიუმერის გამორჩეული ნიჭი ბრენდის ყოველ კოლექციაში ვლინდება: კლასიკური, ნედლი ინგრედიენტების ახლებურად გააზრებით, თომას კოსმალა გამომწვევ, კონცეპტუალურ სურნელოვან პროფილებს გვთავაზობს.