APRICOT NECTAR
Parfum
სუნამო
Amouroud-ის დიდებული სუნამო — Apricot Nectar, მზის სინათლეში ჩაძირვის ასოციაციებს აღძრავს: სიმშვიდითა და მადლით განსმჭვალული წმინდა, მწიფე არომატული ქმნილება, მართლაც, სიხარულს და კმაყოფილებას ასხივებს.
Not Chosen
Amouroud-ის დიდებული სუნამო — Apricot Nectar, მზის სინათლეში ჩაძირვის ასოციაციებს აღძრავს: სიმშვიდითა და მადლით განსმჭვალული წმინდა, მწიფე არომატული ქმნილება, მართლაც, სიხარულს და კმაყოფილებას ასხივებს.
კომპოზიციის გაშლისას, ცქრიალა სპეციების, ხილის ნოტებისა და გაფურჩქნილი ვარდის ფურცლების ნაზი კასკადები მოედინება და ფაქიზად ეფერება ეგზოტიკურ ოსმანტუსის ყვავილებს — მწიფე გარგრის ნექტრის ზღაპრული არომატითა და ხავერდოვანი ტყავის ფუმფულა ჰარმონიით. ოქროსფერი პაჩულის და ბუნებრივი საკმეველის მბზინავ წვეთებს შორის, ამბრის სითბოს რბილი ტალღები ვრცელდება.
Apricot Nectar, სიხარულისა და სიამოვნებისადმი მიძღვნილი ოდაა!
გამხსნელი ნოტები: გარგრის ნექტარი, შავი და ვარდისფერი პილპილი, ბერგამოტის ჩაი, თურქული ვარდი, ინდური კვიპრიოლი (იგივე ნაგარმოტა: რიზომებისგან/ფესურასგან შექმნილი ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული შიპრის ტიპის არომატების მისაღებად, ხის, მიწის, ტყავის, კვამლის და ქარვის აკორდებით), ოსმანტუსის ყვავილი, ცხარე ილი
გულის ნოტები: უდის ხე, ჟასმინი, წყლის შროშანი, ვარდის აბსოლუტი (აბსოლუტი: პარფიუმერული ნედლეული, რომელიც მიიღება ნახშირწყალბადის ტიპის ექსტრაქტების ან მცენარეული მასალის ცხიმოვანი ექსტრაქტების ალკოჰოლური ექსტრაქციით), ოლიბანუმის (საკმეველის ნაირსახეობა) ცრემლები, შავი ქლიავი
საბაზისო ნოტები: ოქროსფერი პაჩული, ქერა კედარი, მერქნოვანი ორისი (ზამბახის აკორდი), მუშკის მგრძნობიარე ნოტები
ბრენდის შესახებ
AMOUROUD-ის იდეა, ინოვაციური მემკვიდრეობის შედეგად დაიბადა და განსხვავებული ხედვის დამსახურებით, პერსონალიზებული სუნამოების ბუტიკის — Perfumer's Workshop-ის საყოველთაო აღიარებაც მოიპოვა:
გაიცანით აქცენტების იდეალური პროპორციითა და პოეტური ბალანსით შექმნილი დახვეწილი კომპოზიციებით გამორჩეული ბრენდი, რომელიც არომატების ინდივიდუალური ნაზავის კონცეფციის ევოლუციას გვთავაზობს.
AMOUROUD-ის სუნამოების ხასიათი მოციმციმე და მეოცნებეა, ამავდროულად, პროვოკაციული და ბნელიც: მათი მსუბუქი, თუმცა თბილი აკორდები, როგორც რეალური ისტორიებით, ასევე — წარმოსახვითი ემოციებით აკინძული სენსორული მოგონებების კოლექციებს ქმნის: მერქნების, ყვავილების, ფესვების და ბალახეულის ენაზე ნაამბობ, სიმშვიდის, ხალისისა და ვნების ემოციების აღმძვრელ სურნელოვან ამბებს.