WHITE SANDS
Eau de Parfum
სუნამო
AMOUROUD-ის არომატი White Sands თეთრი უდის და მუშკის გამოკვეთილი აქცენტებით ხასიათდება და ბუნების მიერ გამოძერწილი ხელუხლებელი ხელოვნების ნიმუშით — ვრცელი, ნათელი ცის ფონზე გადაშლილი დიუნების პეიზაჟითაა შთაგონებული;
Not Chosen
AMOUROUD-ის ბუნების მიერ გამოძერწილი ხელუხლებელი ხელოვნების ნიმუშით — ვრცელი, ნათელი ცის ფონზე გადაშლილი დიუნების პეიზაჟით შთაგონებული არომატი — White Sands, თეთრი უდის და მუშკის გამოკვეთილი აქცენტებით ხასიათდება.
მისი სურნელი, თეთრქვიშიანი ბორცვების ზედაპირის შორეულ ჰორიზონტზე მოლივლივე მზის კაშკაშა სხივების ასოციაციებს აღძრავს და სისუფთავის ახლებური ინტერპრეტაციით, წარმოსახვებს, კაშკაშა მზის დახვეწილი ბზინვარების, არომატული ციტრუსის ყვავილობის, ცქრიალა სასმელისა და სხვა მრავალფეროვანი ზმანებებით ამდიდრებს…
თეთრი უდის (უდი: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით), მუშკის და ტყის ნოტების კომპლექსური დინება, მთლიანობაში, არაერთგვაროვან, მდიდრულ კომპოზიციას განასახიერებს, რომელიც მიპკურებისას, დინჯი სიმშვიდის და სულიერი თაყვანისცემის ემოციების ნაზავით, ამაღლებულ განწყობას მოგანიჭებთ!
გამხსნელი ნოტები:
ბერგამოტი, მზის ყვავილოვანი ნოტები, ფორთოხლის ყვავილი
გულის ნოტები:
აგარვუდი, თეთრი პილპილი, კვიპაროსი
საბაზისო ნოტები:
დრიფტვუდი, თეთრი (იგივე სინთეტიკური) მუშკი, სანდალვუდი
ბრენდის შესახებ
AMOUROUD-ის იდეა, ინოვაციური მემკვიდრეობის შედეგად დაიბადა და განსხვავებული ხედვის დამსახურებით, პერსონალიზებული სუნამოების ბუტიკის — Perfumer's Workshop-ის საყოველთაო აღიარებაც მოიპოვა:
გაიცანით აქცენტების იდეალური პროპორციითა და პოეტური ბალანსით შექმნილი დახვეწილი კომპოზიციებით გამორჩეული ბრენდი, რომელიც არომატების ინდივიდუალური ნაზავის კონცეფციის ევოლუციას გვთავაზობს.
AMOUROUD-ის სუნამოების ხასიათი მოციმციმე და მეოცნებეა, ამავდროულად, პროვოკაციული და ბნელიც: მათი მსუბუქი, თუმცა თბილი აკორდები, როგორც რეალური ისტორიებით, ასევე — წარმოსახვითი ემოციებით აკინძული სენსორული მოგონებების კოლექციებს ქმნის: მერქნების, ყვავილების, ფესვების და ბალახეულის ენაზე ნაამბობ, სიმშვიდის, ხალისისა და ვნების ემოციების აღმძვრელ სურნელოვან ამბებს.