მთავარიშოპისუნამო

WHITE HINOKI

WHITE HINOKI

Eau de Parfum

სუნამო

AMOUROUD-ის არომატი White Hinoki კომპლექსური სიმარტივის კონცეფციით, იაპონური წმინდა ხის — ჰინოკის იდეითაა შთაგონებული, რომლის გამოყენებით, ანტიკური ხანიდან მოყოლებული, ტაძრებს და რელიგიურ სალოცავებს აშენებდნენ.

მოცულობა:

Not Chosen

582.00 ₾
აღწერა

AMOUROUD-ის White Hinoki-ს კომპლექსური სიმარტივის კონცეფცია, იაპონური წმინდა ხის — ჰინოკის შთაგონებით შეიქმნა: ჰინოკის გამოყენებით, ანტიკური ხანიდან მოყოლებული, ტაძრებს და რელიგიურ სალოცავებს აშენებდნენ.

White Hinoki-ს მომხიბლავი არომატი ციტრუსოვან-მერქნოვანი აკორდებით ხასიათდება, რომლებიც, მიპკურებისას, ბუნებაში ჩაძირულ შორეულ სამყაროში გვამოგზაურებს და შეგრძნებებზე მომაჯადოებლად, დამამშვიდებლად ზემოქმედებს.

 

სურნელოვან კომპოზიციაში, ჯანჯაფილის, წითელი ფორთოხლის და თეთრი პილპილის ნაზავი ელეგანტურად აბალანსებს თეთრი ჰინოკის ხის ნაზ, მსუბუქ აკორდს.

საოცრად მდიდრული და ღრმაა გულის ნოტები — ციტრუსების ექსტრაქტის (ლაბდანუმი), ჰელიოტროპის და დარიჩინის კომბინაცია. ბაზაზე კი, ჰინოკის ხის ჭეშმარიტი ხასიათის შესაცნობად, ბურბონი და თამბაქო იყრის თავს.

გამხსნელი ნოტები:

თეთრი პილპილი, გრეიფრუტი, ჯანჯაფილი

გულის ნოტები:

დარიჩინი, ჰელიოტროპი, ლაბდანუმი (ციტრუსების ექსტრაქტი)

საბაზისო ნოტები:

ჰინოკის ხე, ვისკის აკორდი, თამბაქო

ბრენდის შესახებ

AMOUROUD-ის იდეა, ინოვაციური მემკვიდრეობის შედეგად დაიბადა და განსხვავებული ხედვის დამსახურებით, პერსონალიზებული სუნამოების ბუტიკის — Perfumer's Workshop-ის საყოველთაო აღიარებაც მოიპოვა:

გაიცანით აქცენტების იდეალური პროპორციითა და პოეტური ბალანსით შექმნილი დახვეწილი კომპოზიციებით გამორჩეული ბრენდი, რომელიც არომატების ინდივიდუალური ნაზავის კონცეფციის ევოლუციას გვთავაზობს.

AMOUROUD-ის სუნამოების ხასიათი მოციმციმე და მეოცნებეა, ამავდროულად, პროვოკაციული და ბნელიც: მათი მსუბუქი, თუმცა თბილი აკორდები, როგორც რეალური ისტორიებით, ასევე — წარმოსახვითი ემოციებით აკინძული სენსორული მოგონებების კოლექციებს ქმნის: მერქნების, ყვავილების, ფესვების და ბალახეულის ენაზე ნაამბობ, სიმშვიდის, ხალისისა და ვნების ემოციების აღმძვრელ სურნელოვან ამბებს.