მთავარიშოპისუნამო

WET STONE

WET STONE

Eau de Parfum

სუნამო

AMOUROUD-ის არომატი Wet Stone ჩანჩქერების შთაგონებით შეიქმნა: წარმოიდგინეთ, როგორ მოჩქრიალებს დაკბილული კლდეებიდან გადმომავალი მდინარე და გაყინულ კალაპოტში მიიკვლევს გზას — სუნამოს ხასიათიც, შესაბამისად, მთის უმართავი მდინარის ველური, ინსტინქტური ძალის დიდ

მოცულობა:

Not Chosen

582.00 ₾
აღწერა

AMOUROUD-ის Wet Stone, ჩანჩქერების შთაგონებით შეიქმნა: წარმოიდგინეთ, როგორ მოჩქრიალებს დაკბილული კლდეებიდან გადმომავალი მდინარე და გაყინულ კალაპოტში მიიკვლევს გზას; არომატის ხასიათიც, ინსპირაციის თანახმად, მთის უმართავი მდინარის ველური, ინსტინქტური ძალის დიდებულებას ასახავს.

სისწრაფის, ენერგიის და მაცოცხლებელი სტიქიის სიმბოლოდ ქცეულ კომპოზიციას, მბრწყინავი გამხსნელი ნოტები — ზღვის მარილი, ბერგამოტი და ლიმონი წარმოგვიდგენს; წყლის მასიური ჭავლით დატენიანებული სველი მიწის მდიდარ სურნელთან ერთად, რომელსაც ბრენდი მინერალებისა და სისუფთავის ასოციაციების აღმძვრელი აკორდების შერწყმით ქმნის.

Wet Stone-ის კომპლექსურ ხასიათს გადმოგვცემს გული — სველი ქვების მისტიკური ვიბრაციის ალეგორიის ამსახველი საავტორო აკორდი, დახვეწილი სპეციების — ჯანჯაფილის, კრემოვანი ილის და არომატული სალბის ნაზავთან ერთად.

საბაზისო ნოტები კი — მგრძნობიარე ამბროქსანი (იგივე ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით), თბილი, სახასიათო სურნელით გამორჩეული ალიასკური კედარი, სიქათქათის შეგრძნების მომნიჭებელი ვეტივერი, უდი (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით) და პაჩული, მიწისა და წყლის კონტრასტების ალეგორიად გვევლინება და ბუნების ურთიერთსაწინააღმდეგო ძალების ღვთაებრივი ჰარმონიით ჟღერს.

გამხსნელი ნოტები:

ბერგამოტი, ზღვის მარილი, ლიმონის ცედრა

გულის ნოტები:

ჯანჯაფილი, ილი, სალბი, სველი ქვის აკორდი

საბაზისო ნოტები:

ამბრი, ალიასკური კედარი, ვეტივერი, უდი, პაჩული

ბრენდის შესახებ

AMOUROUD-ის იდეა, ინოვაციური მემკვიდრეობის შედეგად დაიბადა და განსხვავებული ხედვის დამსახურებით, პერსონალიზებული სუნამოების ბუტიკის — Perfumer's Workshop-ის საყოველთაო აღიარებაც მოიპოვა:

გაიცანით აქცენტების იდეალური პროპორციითა და პოეტური ბალანსით შექმნილი დახვეწილი კომპოზიციებით გამორჩეული ბრენდი, რომელიც არომატების ინდივიდუალური ნაზავის კონცეფციის ევოლუციას გვთავაზობს.

AMOUROUD-ის სუნამოების ხასიათი მოციმციმე და მეოცნებეა, ამავდროულად, პროვოკაციული და ბნელიც: მათი მსუბუქი, თუმცა თბილი აკორდები, როგორც რეალური ისტორიებით, ასევე — წარმოსახვითი ემოციებით აკინძული სენსორული მოგონებების კოლექციებს ქმნის: მერქნების, ყვავილების, ფესვების და ბალახეულის ენაზე ნაამბობ, სიმშვიდის, ხალისისა და ვნების ემოციების აღმძვრელ სურნელოვან ამბებს.