SUNSET OUD
Eau de Parfum
სუნამო
AMOUROUD-ის არომატი Sunset Oud EDP პროვოკაციულ პარფიუმერულ გამოწვევას წარმოადგენს და უდის ბნელი, მისტიკური არომატის გამჭვირვალე, კამკამა ქმნილებად გარდაქმნას ისახავს მიზნად.
Not Chosen
AMOUROUD-ის არომატი Sunset Oud, პროვოკაციულ პარფიუმერულ გამოწვევას გვიგზავნის და უდის ბნელ, მისტიკურ ასპექტს, გამჭვირვალე, კამკამა ქმნილებად გარდაქმნის (უდი/აგარვუდი: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით).
Sunset Oud EDP, დუალისტური ხასიათის სუნამოა: როზმარინის და ეგზოტიკური ხილის — იუზუს ნათელი, გამაგრილებელი ნოტების შერწყმით შექმნილ საფუძველზე, თეთრი ვეტივერის და თეთრი ტყავის ნათელი მოლეკულები იყრიან თავს; კომპოზიციის მომდევნო ფენას კი, შებოლილი ქარვის და საკმეველის ნაზავი გვთავაზობს და არომატის სურნელს, ეთერული, გამჭვირვალე ნათებით ამკობს.
Sunset Oud -ს კონტრასტული ნოტების ჰარმონია, მართლაც, სურნელოვნად ადასტურებს ურთიერთსაწინააღმდეგო პოლუსების მიზიდულობის შესახებ გარდაუვალ ჭეშმარიტებას!
გამხსნელი ნოტები:
პიკანტური იუზუ (ტროპიკული ხილი), როზმარინი, თამბაქოს ყვავილი
გულის ნოტები:
მირონი, თეთრი ვეტივერი, ლავანდა
საბაზისო ნოტები:
თეთრი ტყავი, შებოლილი ქარვა, უდი
ბრენდის შესახებ
AMOUROUD-ის იდეა, ინოვაციური მემკვიდრეობის შედეგად დაიბადა და განსხვავებული ხედვის დამსახურებით, პერსონალიზებული სუნამოების ბუტიკის — Perfumer's Workshop-ის საყოველთაო აღიარებაც მოიპოვა:
გაიცანით აქცენტების იდეალური პროპორციითა და პოეტური ბალანსით შექმნილი დახვეწილი კომპოზიციებით გამორჩეული ბრენდი, რომელიც არომატების ინდივიდუალური ნაზავის კონცეფციის ევოლუციას გვთავაზობს.
AMOUROUD-ის სუნამოების ხასიათი მოციმციმე და მეოცნებეა, ამავდროულად, პროვოკაციული და ბნელიც: მათი მსუბუქი, თუმცა თბილი აკორდები, როგორც რეალური ისტორიებით, ასევე — წარმოსახვითი ემოციებით აკინძული სენსორული მოგონებების კოლექციებს ქმნის: მერქნების, ყვავილების, ფესვების და ბალახეულის ენაზე ნაამბობ, სიმშვიდის, ხალისისა და ვნების ემოციების აღმძვრელ სურნელოვან ამბებს.