SUMPTUOUS FLOWER
Eau de Parfum
სუნამო
AMOUROUD-ის არომატი Sumptuous Flower EDP ყვავილების წმინდა ნექტრის და მოციმციმე ოქროსფერი ტყის აკორდების შერწყმას წარმოადგენს — მდიდრული, დეკადენტური ოქროსფერი ყვავილების მზის სხივების ფერადოვან ტალღებზე დინების ასოციაციას.
Not Chosen
AMOUROUD-ის Sumptuous Flower EDP, ყვავილების წმინდა ნექტრის და ტყის მოციმციმე, ოქროსფერი აკორდების შერწყმით, მზის სხივების ფერადოვან ტალღებზე მოლივლივე მდიდრული, დეკადენტური ყვავილების ასოციაციას აღძრავს.
არომატის სურნელს, კომპლექსურ ხასიათსა და ეიფორიულ, დამატყვევებელ შტრიხს ანიჭებს მოხალული ვანილის და ყავის მარცვლების ბნელი აქცენტები.
გამხსნელი ნოტები:
ფორთოხლის ყვავილი, სამბაკის ჟასმინი, მზის ტუბეროზის აკორდი (პარფიუმერული აკორდი მზის თბილი პროფილით, ტუბეროზის ყვავილოვანი სურნელით და ჟასმინის მდიდრული, ტკბილი, კრემოვანი, თეთრყვავილოვანი შტრიხებით), ატმის შტრიხები
გულის ნოტები:
ზაფხულის ილანგ ილანგი, ვარდის აბსოლუტი, წითელი წყალმცენარეების ესენცია
საბაზისო ნოტები:
პაჩული, მუხის ხავსი, მუშკის მგრძნობიარე აკორდები, თაფლი, ვანილის აბსოლუტი, ყავის ხე
ბრენდის შესახებ
AMOUROUD-ის იდეა, ინოვაციური მემკვიდრეობის შედეგად დაიბადა და განსხვავებული ხედვის დამსახურებით, პერსონალიზებული სუნამოების ბუტიკის — Perfumer's Workshop-ის საყოველთაო აღიარებაც მოიპოვა:
გაიცანით აქცენტების იდეალური პროპორციითა და პოეტური ბალანსით შექმნილი დახვეწილი კომპოზიციებით გამორჩეული ბრენდი, რომელიც არომატების ინდივიდუალური ნაზავის კონცეფციის ევოლუციას გვთავაზობს.
AMOUROUD-ის სუნამოების ხასიათი მოციმციმე და მეოცნებეა, ამავდროულად, პროვოკაციული და ბნელიც: მათი მსუბუქი, თუმცა თბილი აკორდები, როგორც რეალური ისტორიებით, ასევე — წარმოსახვითი ემოციებით აკინძული სენსორული მოგონებების კოლექციებს ქმნის: მერქნების, ყვავილების, ფესვების და ბალახეულის ენაზე ნაამბობ, სიმშვიდის, ხალისისა და ვნების ემოციების აღმძვრელ სურნელოვან ამბებს.