SMOKY CITRUS
Eau de Parfum
სუნამო
AMOUROUD-ის არომატი Smoky Citrus EDP ბრენდის ციტრუსოვანი კლასის ერთადერთი, უნიკალური სუნამოა. Smoky Citrus EDP ციტრუსის ვნებიანი ხასიათით, ზედოზიერებული სისუფთავის, სიქათქათის ასოციაციას ქმნის და გარკვეულწილად, ციტრუსის ტრანსფორმაციასაც წარმოადგენს: ერთი
Not Chosen
Smoky Citrus, AMOUROUD-ის ციტრუსოვანი კლასის ერთადერთი არომატია, რომელიც, სწორედ ციტრუსების ვნებიანი ხასიათით, ზედოზიერებული სისუფთავისა და სიქათქათის ასოციაციას აღძრავს და გარკვეულწილად, ციტრუსის ტრანსფორმაციასაც გვთავაზობს: ერთი მხრივ, საოცრად ხორცშესხმული და ენერგიული, მეორე მხრივ კი — ნაზი და მგრძნობიარე სურნელით.
ამ კომპლექსურ კომპოზიციას, უჩვეულო, არაორდინალურ ბრწყინვალებას ანიჭებს ციტრუსის ბრჭყვიალა ნოტები; თუმცა, ამავდროულად, გაბედული, ბნელი, დამატყვევებელი ასპექტებითაც გამოირჩევა — კვამლის მდიდრული აქცენტები იდეალურად აბალანსებს ნათელ ნოტებს და Smoky Citrus EDP-ს ემოციურ ხასიათს ოქროს გვირგვინის სადარი შტრიხებით ამკობს.
დააგემოვნეთ შეუზღუდავი მხიარულებითა და დიდებულებით აღსავსე, თავდაჯერებული Smoky Citrus!
გამხსნელი ნოტები:
ბერგამოტი, იტალიური ლიმონი, პეტიტგრაინი
გულის ნოტები:
ლავანდა, მინერალური აკორდი, ევკალიპტი
საბაზისო ნოტები:
მუხის ხავსი, პაჩული, ტყავი, მერქნები
ბრენდის შესახებ
AMOUROUD-ის იდეა, ინოვაციური მემკვიდრეობის შედეგად დაიბადა და განსხვავებული ხედვის დამსახურებით, პერსონალიზებული სუნამოების ბუტიკის — Perfumer's Workshop-ის საყოველთაო აღიარებაც მოიპოვა:
გაიცანით აქცენტების იდეალური პროპორციითა და პოეტური ბალანსით შექმნილი დახვეწილი კომპოზიციებით გამორჩეული ბრენდი, რომელიც არომატების ინდივიდუალური ნაზავის კონცეფციის ევოლუციას გვთავაზობს.
AMOUROUD-ის სუნამოების ხასიათი მოციმციმე და მეოცნებეა, ამავდროულად, პროვოკაციული და ბნელიც: მათი მსუბუქი, თუმცა თბილი აკორდები, როგორც რეალური ისტორიებით, ასევე — წარმოსახვითი ემოციებით აკინძული სენსორული მოგონებების კოლექციებს ქმნის: მერქნების, ყვავილების, ფესვების და ბალახეულის ენაზე ნაამბობ, სიმშვიდის, ხალისისა და ვნების ემოციების აღმძვრელ სურნელოვან ამბებს.