მთავარიშოპისუნამო

SANTAl DES INDES

SANTAl DES INDES

Eau de Parfum

სუნამო

AMOUROUD-ის არომატი Santal Des Indes EDP კეთილშობილი ასწლოვანი ხეების და მათი ღრმა ფესვების ალეგორიაა და მყარი, მშვიდი ხასიათის სურნელით, პოეტურ მადლიერებას მიაგებსსბუნების სიკეთეებს.

მოცულობა:

Not Chosen

552.00 ₾
აღწერა

AMOUROUD-ის არომატი Santal Des Indes  კეთილშობილი ასწლოვანი ხეების და მათი ღრმა ფესვების ალეგორიაა და მყარი, მშვიდი ხასიათის სურნელით, პოეტურ მადლიერებას მიაგებსსბუნების სიკეთეებს.

ხის, მუშკის და ვეტივერის აკორდები ბნელი, მდიდარი მიწიდან, ჩამოცვენილ, დაჭყლეტილ ფოთლებს ერწყმის, ჩინური სამეფო კედარი კი, სენსორულ კომპოზიციას შეუმჩნეველ სიძლიერეს ჰმატებს; ახლადდამზადებული საკმეველის სურნელის ენერგიული კვალი კარის ფოთლების ჩურჩულს ერწყმის და მტაცებელი ცხოველის კრუტუნს მოგვაგონებს…

გამხსნელი ნოტები:

აბსენტი, ახლადდამზადებული საკმეველის აკორდი

გულის ნოტები:

კარის ფოთლები, ჩინური კედარვუდი, ნარცისის აბსოლუტი, თურქული ვარდის აბსოლუტი

საბაზისო ნოტები:

მაისორის სანდალვუდი, მაროკოს ტყავი, მუშკი, ვეტივერი

ბრენდის შესახებ

AMOUROUD-ის იდეა, ინოვაციური მემკვიდრეობის შედეგად დაიბადა და განსხვავებული ხედვის დამსახურებით, პერსონალიზებული სუნამოების ბუტიკის — Perfumer's Workshop-ის საყოველთაო აღიარებაც მოიპოვა:

გაიცანით აქცენტების იდეალური პროპორციითა და პოეტური ბალანსით შექმნილი დახვეწილი კომპოზიციებით გამორჩეული ბრენდი, რომელიც არომატების ინდივიდუალური ნაზავის კონცეფციის ევოლუციას გვთავაზობს.

AMOUROUD-ის სუნამოების ხასიათი მოციმციმე და მეოცნებეა, ამავდროულად, პროვოკაციული და ბნელიც: მათი მსუბუქი, თუმცა თბილი აკორდები, როგორც რეალური ისტორიებით, ასევე — წარმოსახვითი ემოციებით აკინძული სენსორული მოგონებების კოლექციებს ქმნის: მერქნების, ყვავილების, ფესვების და ბალახეულის ენაზე ნაამბობ, სიმშვიდის, ხალისისა და ვნების ემოციების აღმძვრელ სურნელოვან ამბებს.