SAFRAN RARE
Eau de Parfum
სუნამო
AMOUROUD-ის არომატის — Safran Rare EDP-ის მდიდრული ხასიათი, ერთი შეხედვით, მორცხვი, მცირეხნიანი ყვავილობით ცნობილი კროკუსის იასამნისფერ წიაღში იმალება: მის თითოეულ გვირგვინში, განმაცვიფრებელი სურნელის მქონე, სულ სამი ცალი სტიგმა, იგივე წითელი თვალაკი იმალე
Not Chosen
AMOUROUD-ის არომატის — Safran Rare-ის მდიდრული ხასიათი, ერთი შეხედვით, მორცხვი, მცირეხნიანი ყვავილობით ცნობილი კროკუსის იასამნისფერ წიაღში იმალება: მის თითოეულ გვირგვინში, განმაცვიფრებელი სურნელის მქონე, სულ სამი ცალი სტიგმა, იგივე წითელი თვალაკი იმალება — მდედრობითი სქესის ყვავილის ბუტკოს ნაწილაკი, რომლის ფუნქცია მტვრის მარცვლების მიღებაა. სწორედ ამ ინგრედიენტის დამსახურებით აქვს Safran Rare-ს უნიკალური სურნელი.
კროკუსის კულტივაცია ფრთხილად, ხელით კრეფის მეთოდით ხდება; შემდეგ ეტაპზე ყვავილს მზეზე ახმობენ და უჩვეულო, საოცრად მდგრად, აბრეშუმის მომაჯადოებელი არომატის მქონე მდიდრულ პარფიუმერულ ნედლეულს იღებენ.
Safran Rare-ის სენსორულ გამოცდილებას ინდური უდი აგვირგვინებს და არომატს უიშვიათეს, დამატყვევებელ სურნელს ანიჭებს.
გამხსნელი ნოტები:
ფრეზია, ბერგამოტი, ოლიბანუმი (საკმეველის ნაირსახეობა), ვარდი, გერანიუმი (ვარდის, პიტნის, წიწაკის და ლიმონის აკორდებით შემდგარი ბუნებრივი პარფიუმერული ინგრედიენტი)
გულის ნოტები:
კედარვუდი, ზაფრანა, ვარდი ცენტიფოლია, გრასის ჟასმინი
საბაზისო ნოტები:
ბენზოინი (ხის ფისისგან მიღებული ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული ბალზამის, ხის, ვანილის, პუდროვანი, რძისებრი და მომწარო აკორდებით), ინდონეზიური უდი, ვეტივერი, სანდალვუდი, ვანილი
ბრენდის შესახებ
AMOUROUD-ის იდეა, ინოვაციური მემკვიდრეობის შედეგად დაიბადა და განსხვავებული ხედვის დამსახურებით, პერსონალიზებული სუნამოების ბუტიკის — Perfumer's Workshop-ის საყოველთაო აღიარებაც მოიპოვა:
გაიცანით აქცენტების იდეალური პროპორციითა და პოეტური ბალანსით შექმნილი დახვეწილი კომპოზიციებით გამორჩეული ბრენდი, რომელიც არომატების ინდივიდუალური ნაზავის კონცეფციის ევოლუციას გვთავაზობს.
AMOUROUD-ის სუნამოების ხასიათი მოციმციმე და მეოცნებეა, ამავდროულად, პროვოკაციული და ბნელიც: მათი მსუბუქი, თუმცა თბილი აკორდები, როგორც რეალური ისტორიებით, ასევე — წარმოსახვითი ემოციებით აკინძული სენსორული მოგონებების კოლექციებს ქმნის: მერქნების, ყვავილების, ფესვების და ბალახეულის ენაზე ნაამბობ, სიმშვიდის, ხალისისა და ვნების ემოციების აღმძვრელ სურნელოვან ამბებს.