მთავარიშოპისუნამო

OUD TABAC

OUD TABAC

Eau de Parfum

სუნამო

AMOUROUD-ის არომატი Oud Tabac EDP მგრძნობიარე, დაუვიწყარი, დამატყვევებელი ნოტებით გამოწვეული გემრიელი ინტოქსიკაციის გამოცდილებას გპირდებათ: სურნელის პირველადი შეგრძნება ქინძის და ჯანჯაფილის მომწარო ნოტებით იწყება, რომელსაც, შემდეგ ეტაპზე, ერწყმის ზაფრანა,

მოცულობა:

Not Chosen

582.00 ₾
აღწერა

AMOUROUD-ის Oud Tabac, მგრძნობიარე, დაუვიწყარი, დამატყვევებელი ნოტებით გამოწვეულ გემრიელ ინტოქსიკაციას გპირდებათ!

არომატის სურნელს, საწყის ეტაპზე, ქინძის და ჯანჯაფილის მომწარო ნოტებით შეიგრძნობთ; შემდეგ — ზაფრანის, ნათელი ტყავის, თაფლის აქცენტებისა და ჰაერივით მსუბუქი და ნაზი ტკბილი ჰელიოტროპის ნაზავით.

კომპოზიციის გული, უდის (უდი/აგარვუდი: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით), საკმეველ „ოლიბანუმის“ და ამბროქსანის (იგივე ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) ნოტებს აფრქვევს, რომელთა სურნელიც, უხვად ჩაგიკრავთ გულში და დაუვიწყარ ემოციებს მოგიძღვნით.

სითბოს მყუდრო, კომფორტული შეგრძნების საბურველში გაგახვევთ საბაზისო ნოტები —  გამდნარი კარამელი, ბურბონის ვანილი, ბალზამიკო, გუაიას მერქნები და გაღვივებული ალიასკური კედარი.

გამხსნელი ნოტები:

ჯანჯაფილი, ქინძი, ჰელიოტროპი, ზაფრანა

გულის ნოტები:

ჩიბუხის თამბაქო, უდი, ოლიბანუმი (საკმეველის ნაირსახეობა), ამბერვუდი 

საბაზისო ნოტები:

ალიასკური კედარი, საკმელა (კლდის ვარდი), ბურბონის ვანილი, მუშკი

ბრენდის შესახებ

AMOUROUD-ის იდეა, ინოვაციური მემკვიდრეობის შედეგად დაიბადა და განსხვავებული ხედვის დამსახურებით, პერსონალიზებული სუნამოების ბუტიკის — Perfumer's Workshop-ის საყოველთაო აღიარებაც მოიპოვა:

გაიცანით აქცენტების იდეალური პროპორციითა და პოეტური ბალანსით შექმნილი დახვეწილი კომპოზიციებით გამორჩეული ბრენდი, რომელიც არომატების ინდივიდუალური ნაზავის კონცეფციის ევოლუციას გვთავაზობს.

AMOUROUD-ის სუნამოების ხასიათი მოციმციმე და მეოცნებეა, ამავდროულად, პროვოკაციული და ბნელიც: მათი მსუბუქი, თუმცა თბილი აკორდები, როგორც რეალური ისტორიებით, ასევე — წარმოსახვითი ემოციებით აკინძული სენსორული მოგონებების კოლექციებს ქმნის: მერქნების, ყვავილების, ფესვების და ბალახეულის ენაზე ნაამბობ, სიმშვიდის, ხალისისა და ვნების ემოციების აღმძვრელ სურნელოვან ამბებს.