მთავარიშოპისუნამო

OUD DU JOUR

OUD DU JOUR

Eau de Parfum

სუნამო

AMOUROUD-ის არომატი Our Du Jour EDP მისტიკური ნობელის ნაძვების თქმულებას გვიამბობს, რომელსაც გონება და სული აქვს, დედამიწისგან უსაზღვრო სასიცოცხლო ენერგიას იწოვს და სიმშვიდის, დაცულობის აურას ასხივებს… სწორედ მათ წიაღში აღმოცენდება ოქროზე რთულად მოსაპოვებე

მოცულობა:

Not Chosen

582.00 ₾
აღწერა

AMOUROUD-ის არომატი Our Du Jour მისტიკური ნობელის ნაძვების თქმულებას გვიამბობს, რომელსაც გონება და სული აქვს, დედამიწისგან უსაზღვრო სასიცოცხლო ენერგიას იწოვს და სიმშვიდის, დაცულობის აურას ასხივებს… სწორედ მათ წიაღში აღმოცენდება ოქროზე რთულად მოსაპოვებელი უიშვიათესი პარფიუმერული ინგრედიენტი — აგარის ხის მერქნის ზეთი, იგივე უდი, რომლის კულტივაციის მეტაფორად, მოლუსკების ნიჟარიდან პატარა მარგალიტების დაბადება შეიძლება, მივიჩნიოთ…

აგარის უდს, საოცრად მდიდრული, ღრმა და ინტენსიური სურნელის გამო, მხოლოდ გამოცდილი პარფიუმერები იყენებენ: ყოველ განსხვავებულ ნოტს მათ ფრთხილად, იდეალურად დაბალანსებული პროპორციით უხამებენ, რათა მკვეთრი ხასიათით, სხვა დანარჩენი აკორდები არ დაჩრდილოს. 

Oud du Jour-ი ჭეშმარიტად პარფიუმერიის ოსტატების ქმნილებაა: უდის მდიდრული ბაზით და უთვალავი, პროპორციულად შეზავებული ინგრედიენტის გამოყენებით მიღებული ნაზი, ნათელი სურნელი — რაფინირებული სუნამოების მოყვარულთა ლამაზი, დახვეწილი თანამგზავრი მთელი დღის განმავლობაში. არომატი მდგრადობით და ამავდროულად, ზომიერი ინტენსივობით ხასიათდება; საოცრად ჰარმონიულად ერწყმის სხეულის სუნს.

გამხსნელი ნოტები:

სპარსული ზაფრანა, ვარდისფერი წიწაკა, ველური ჟოლო

გულის ნოტები:

ოლიბანუმი (საკმეველის ნაირსახეობა), ვარდის აბსოლუტი, შავი ქლიავის ჩირის ესენცია, ხეობის შროშანი

საბაზისო ნოტები:

ინდონეზიური უდი, შავი ამბრი, პაჩული, გაიაკის ხე

ბრენდის შესახებ

AMOUROUD-ის იდეა, ინოვაციური მემკვიდრეობის შედეგად დაიბადა და განსხვავებული ხედვის დამსახურებით, პერსონალიზებული სუნამოების ბუტიკის — Perfumer's Workshop-ის საყოველთაო აღიარებაც მოიპოვა:

გაიცანით აქცენტების იდეალური პროპორციითა და პოეტური ბალანსით შექმნილი დახვეწილი კომპოზიციებით გამორჩეული ბრენდი, რომელიც არომატების ინდივიდუალური ნაზავის კონცეფციის ევოლუციას გვთავაზობს.

AMOUROUD-ის სუნამოების ხასიათი მოციმციმე და მეოცნებეა, ამავდროულად, პროვოკაციული და ბნელიც: მათი მსუბუქი, თუმცა თბილი აკორდები, როგორც რეალური ისტორიებით, ასევე — წარმოსახვითი ემოციებით აკინძული სენსორული მოგონებების კოლექციებს ქმნის: მერქნების, ყვავილების, ფესვების და ბალახეულის ენაზე ნაამბობ, სიმშვიდის, ხალისისა და ვნების ემოციების აღმძვრელ სურნელოვან ამბებს.