მთავარიშოპისუნამო

OUD AFTER DARK

OUD AFTER DARK

Eau de Parfum

სუნამო

AMOUROUD-ის არომატი Oud After Dark EDP მთვარეზე მისტიკური ცხოველის ყმუილის ალეგორიაა: ჩამავალი მზის უკანასკნელი სხივების გაუჩინარებისას, სიბნელეში უცნაურად მოხეტიალე მღელვარების მინიშნება რჩება — პროვოკაციული, არიტსოკრატული და ამავდროულად, სახიფათო.

მოცულობა:

Not Chosen

552.00 ₾
აღწერა

AMOUROUD-ის Oud After Dark, მთვარის მკვიდრი იდუმალი ცხოველის ყმუილის ალეგორიას წარმოგვიდგენს: ჩამავალი მზის უკანასკნელი სხივების გაუჩინარებისას, სიბნელეში უცნაურად მოხეტიალე მღელვარების მინიშნება რჩება — პროვოკაციული, არიტსოკრატული და ამავდროულად, სახიფათო.

არომატის მამოძრავებელი ძალა უიშვიათესი უდია (უდი/აგარვუდი: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით), რომელიც თურქულ ვარდს, ტკბილ ქარვის თამბაქოს და იდუმალ მაისორის მუშკს ერწყმის.

დააგემოვნეთ Oud After Dark-ის მაცდური და განმაცვიფრებელი კომპოზიცია, გაძლიერებული მგრძნობელობითა და ცნობისმოყვარე ინტენსივობით!

გამხსნელი ნოტები:

პილპილი, ზაფრანა, ოსმანტუსი, მწიფე გარგარი, მიხაკი

გულის ნოტები:

უიშვიათესი უდი, ოლიბანუმის (საკმეველის ნაირსახეობა) ცრემლი, იასამნისფერი ქლიავი, ნაზი ტყავი, თურქული ვარდი

საბაზისო ნოტები:

აბანოზი (იგივე ეკალმუხა, იგივე შავი ხე), ვირჯინიული თამბაქო, მდიდრული ამბრი, ვანილის ორქიდეა, მუშკი

ბრენდის შესახებ

AMOUROUD-ის იდეა, ინოვაციური მემკვიდრეობის შედეგად დაიბადა და განსხვავებული ხედვის დამსახურებით, პერსონალიზებული სუნამოების ბუტიკის — Perfumer's Workshop-ის საყოველთაო აღიარებაც მოიპოვა:

გაიცანით აქცენტების იდეალური პროპორციითა და პოეტური ბალანსით შექმნილი დახვეწილი კომპოზიციებით გამორჩეული ბრენდი, რომელიც არომატების ინდივიდუალური ნაზავის კონცეფციის ევოლუციას გვთავაზობს.

AMOUROUD-ის სუნამოების ხასიათი მოციმციმე და მეოცნებეა, ამავდროულად, პროვოკაციული და ბნელიც: მათი მსუბუქი, თუმცა თბილი აკორდები, როგორც რეალური ისტორიებით, ასევე — წარმოსახვითი ემოციებით აკინძული სენსორული მოგონებების კოლექციებს ქმნის: მერქნების, ყვავილების, ფესვების და ბალახეულის ენაზე ნაამბობ, სიმშვიდის, ხალისისა და ვნების ემოციების აღმძვრელ სურნელოვან ამბებს.