მთავარიშოპისუნამო

MIEL SAUVAGE

MIEL SAUVAGE

Eau de Parfum

სუნამო

AMOUROUD-ის არომატ Miel Sauvage EDP-ის ფაბულა აღმოსავლეთია, მაგიის და მისტერიის სამყარო, სადაც მდიდრული სურნელოვანი განძი იმალება — სენსორული სუპერძალები, რომელთაც ყველაზე მაცდუნებელ ნელსაცხებლებსა და სუნამოებში იყენებენ.

მოცულობა:

Not Chosen

582.00 ₾
აღწერა

AMOUROUD-ის Miel Sauvage-ის ფაბულა აღმოსავლეთია, მაგიისა და მისტერიის სამყარო; ადგილი, სადაც მდიდრული სურნელოვანი განძი — სენსორული სუპერძალები იმალება, რომელთაც ყველაზე მაცდუნებელ ნელსაცხებლებსა და სუნამოებში იყენებენ.

კომპოზიცია, მომაჯადოებელი უდის (უდი/აგარვუდი: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით), მაჰიპნოზირებელი საკმეველის, დამატყვევებელი, ადიქციური ველური თაფლისა და ღამის ყვავილობის ჟასმინის ჰარმონიულად შერწყმული ნოტების ბაზაზეა შექმნილი. დამაგვირგვინებელ ნოტებად, ტყის და ველური ბუნების ასოციაცია — მუშკის, პაჩულის და სანდალვუდის (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით) ნაზი აკორდები გვევლინება და ელეგანტური არომატის ძვირფას ჟღერადობას ამჟღავნებს.

გამხსნელი ნოტები:

ბერგამოტი, ველური თაფლი, წითელი წიწაკა

გულის ნოტები:

უდი, ჟასმინი, სანდალვუდი

საბაზისო ნოტები:

პაჩული, ტონკას მარცვლები, საკმეველი

ბრენდის შესახებ

AMOUROUD-ის იდეა, ინოვაციური მემკვიდრეობის შედეგად დაიბადა და განსხვავებული ხედვის დამსახურებით, პერსონალიზებული სუნამოების ბუტიკის — Perfumer's Workshop-ის საყოველთაო აღიარებაც მოიპოვა:

გაიცანით აქცენტების იდეალური პროპორციითა და პოეტური ბალანსით შექმნილი დახვეწილი კომპოზიციებით გამორჩეული ბრენდი, რომელიც არომატების ინდივიდუალური ნაზავის კონცეფციის ევოლუციას გვთავაზობს.

AMOUROUD-ის სუნამოების ხასიათი მოციმციმე და მეოცნებეა, ამავდროულად, პროვოკაციული და ბნელიც: მათი მსუბუქი, თუმცა თბილი აკორდები, როგორც რეალური ისტორიებით, ასევე — წარმოსახვითი ემოციებით აკინძული სენსორული მოგონებების კოლექციებს ქმნის: მერქნების, ყვავილების, ფესვების და ბალახეულის ენაზე ნაამბობ, სიმშვიდის, ხალისისა და ვნების ემოციების აღმძვრელ სურნელოვან ამბებს.