მთავარიშოპიBlooming Fragrances
MIDNIGHT ROSE
Eau de Parfum
Blooming Fragrances
AMOUROUD-ის არომატის — Midnight Rose EDP-ის სურნელი დილის ნამით მორთული გაფურჩქნილი ვარდების აკორდებით იშლება; საბაზისო ნოტებში კი პიკანტური ლიჩეს და პომელოს ციტრუსოვანი აკორდები იკითხება.
Not Chosen
AMOUROUD-ის არომატი Midnight Rose, დილის ნამით მოკაზმული გაფურჩქნილი ვარდების ნოტებით იშლება; ბაზაზე კი პიკანტური ლიჩის და პომელოს (იგივე თურინჯი) ციტრუსოვანი აკორდები ჟღერს. გამხსნელ ნოტებს, მშვიდ, მგრძნობიარე შტრიხებს მატებს შროშანის და მეწამულისფერი ვარდის სურნელი.
კომპოზიციის კომპლექსურ ბუნებას, ინგრედიენტების შეზავების გამორჩეული ოსტატობა განაპირობებს, რომელიც ხელით ნაქსოვი ანტიკვარული გობელენის მდიდრულ ტექნიკას მოგვაგონებს: უდის თბილი, ბნელი ასპექტები, ვუალის როლს ასრულებს და ელეგანტურად წარმოაჩენს ციტრუსების ექსტრაქტ „ლაბდანუმისა“ და ამბრის (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) საბაზისო ნოტებს.
მრავალფეროვანი ინგრედიენტების დამსახურებით, Midnight Rose, რიჟრაჟის ვარდების სურნელს შუაღამის დიდებული ბაღის ასოციაციად გარდაქმნის, რომლის დაუვიწყარი არომატიც სხეულს დიდხანს დაჰყვება.
გამხსნელი ნოტები:
ლიჩი, პომელო (იგივე თურინჯი), მატე
გულის ნოტები:
შროშანი, წითელი ვარდი, ზამბახი
საბაზისო ნოტები:
ამბრი, ლაბდანუმი (ციტრუსების ექსტრაქტი), უდი
ბრენდის შესახებ
AMOUROUD-ის იდეა, ინოვაციური მემკვიდრეობის შედეგად დაიბადა და განსხვავებული ხედვის დამსახურებით, პერსონალიზებული სუნამოების ბუტიკის — Perfumer's Workshop-ის საყოველთაო აღიარებაც მოიპოვა:
გაიცანით აქცენტების იდეალური პროპორციითა და პოეტური ბალანსით შექმნილი დახვეწილი კომპოზიციებით გამორჩეული ბრენდი, რომელიც არომატების ინდივიდუალური ნაზავის კონცეფციის ევოლუციას გვთავაზობს.
AMOUROUD-ის სუნამოების ხასიათი მოციმციმე და მეოცნებეა, ამავდროულად, პროვოკაციული და ბნელიც: მათი მსუბუქი, თუმცა თბილი აკორდები, როგორც რეალური ისტორიებით, ასევე — წარმოსახვითი ემოციებით აკინძული სენსორული მოგონებების კოლექციებს ქმნის: მერქნების, ყვავილების, ფესვების და ბალახეულის ენაზე ნაამბობ, სიმშვიდის, ხალისისა და ვნების ემოციების აღმძვრელ სურნელოვან ამბებს.