LUNAR VETIVER
Eau de Parfum
სუნამო
AMOUROUD-ის არომატი Lunar Vetiver შემოღამების იმ მაცდუნებელი მომენტითაა შთაგონებული, როდესაც მზე და მთვარი ცის კაბადონს იზიარებენ და მის ელფერს ეთერულ ბრწყინვალებას ჰმატებენ
Not Chosen
AMOUROUD-ის Lunar Vetiver, შემოღამების იმ მაცდუნებელი მომენტითაა შთაგონებული, მზე და მთვარე, ცის კაბადონს რომ იზიარებენ და მის ელფერს, ეთერულ ბრწყინვალებას მატებენ.
ამ სუნამოს დასამზადებლად, ბერგამოტის, პიმენტოს (ჯუჯა წიწაკა) და ვარდისფერი წიწაკის მარცვლების მბრწყინავ ნოტებთან ერთად, ინდონეზიის კუნძულ ჯავაზე მოყვანილი ვეტივერის უიშვიათესი ჯიში გამოიყენეს, რაც კომპოზიციის კაშკაშა, თბილ ხასიათს განაპირობებს.
გულის ნოტებს, არომატული სალბი, მთვარის კაქტუსი და შავი ვანილის ხავერდოვანი ნაზავი ქმნის; ბაზაზე კი — თამბაქოს ეგზოტიკური ყვავილი და ტონკას მარცვლები ერთიანდება, რათა კიდევ უფრო მძაფრად შევიგრძნოთ კომპოზიციის არისტოკრატული, მდიდრული ხასიათი.
გამხსნელი ნოტები:
ვარდისფერი წიწაკა, პიმენტო (ჯუჯა წიწაკა), ბერგამოტი
გულის ნოტები:
ვანილი, სალბი, კაქტუსის ყვავილი
საბაზისო ნოტები:
ჯავას ვეტივერი, ტონკას მარცვლები, თამბაქოს ყვავილი
ბრენდის შესახებ
AMOUROUD-ის იდეა, ინოვაციური მემკვიდრეობის შედეგად დაიბადა და განსხვავებული ხედვის დამსახურებით, პერსონალიზებული სუნამოების ბუტიკის — Perfumer's Workshop-ის საყოველთაო აღიარებაც მოიპოვა:
გაიცანით აქცენტების იდეალური პროპორციითა და პოეტური ბალანსით შექმნილი დახვეწილი კომპოზიციებით გამორჩეული ბრენდი, რომელიც არომატების ინდივიდუალური ნაზავის კონცეფციის ევოლუციას გვთავაზობს.
AMOUROUD-ის სუნამოების ხასიათი მოციმციმე და მეოცნებეა, ამავდროულად, პროვოკაციული და ბნელიც: მათი მსუბუქი, თუმცა თბილი აკორდები, როგორც რეალური ისტორიებით, ასევე — წარმოსახვითი ემოციებით აკინძული სენსორული მოგონებების კოლექციებს ქმნის: მერქნების, ყვავილების, ფესვების და ბალახეულის ენაზე ნაამბობ, სიმშვიდის, ხალისისა და ვნების ემოციების აღმძვრელ სურნელოვან ამბებს.