LICORICE WOODS
Eau de Parfum
სუნამო
AMOUROUD-ის არომატი Licorice Woods EDP ექსკლუზიური, ექსპრესიული ტყის აკორდებით აგებული საოცრად ღრმა, მგრძნობიარე სენსორული კომპოზიციაა — სურნელი, რომელიც დამატყვევებელ ფუფუნებას ასხივებს და მისტიკურ სენსორულ მოგზაურობაში მიგვიძღვის, სადაც დაბურულ წყვდიადში
Not Chosen
AMOUROUD-ის Licorice Woods ექსკლუზიური, ექსპრესიული ტყის აკორდებით აგებული საოცრად ღრმა, მგრძნობიარე სენსორული კომპოზიციაა; არომატი, რომელიც დამატყვევებელ ფუფუნებას ასხივებს და მისტიკურ სენსორულ მოგზაურობაში მიგვიძღვის; გზას კი, დაბურულ წყვდიადში, ხავერდოვან ყვავილებსა და მომწარო, ქათქათა ძირტკბილასთან ერთად, ოქროსფერი სპეციები გვინათებენ.
ემოციური მერქნოვანი აკორდები, გამდნარ ქარვასთან შეხამებით, სითბოთი გვაცდუნებს და ერთდროულად, კომფორტისა და ინტრიგის მძაფრ შეგრძნებებს აღძრავს.
გაიცანით Licorice Woods — სუნამო, რომელიც მიპკურებისას, მდიდრული, ნედლი ინგრედიენტების ხელუხლებელ ბუნებასთან ჩახუტების დაუვიწყარ შეგრძნებას გვპირდება.
გამხსნელი ნოტები:
ანისული, შავი წიწაკა, ელემი (ტროპიკული ხეების ფისი)
გულის ნოტები:
ჟასმინი, ძირტკბილა, ორქიდეა
საბაზისო ნოტები:
უდი, კედარვუდი, ამბრი
ბრენდის შესახებ
AMOUROUD-ის იდეა, ინოვაციური მემკვიდრეობის შედეგად დაიბადა და განსხვავებული ხედვის დამსახურებით, პერსონალიზებული სუნამოების ბუტიკის — Perfumer's Workshop-ის საყოველთაო აღიარებაც მოიპოვა:
გაიცანით აქცენტების იდეალური პროპორციითა და პოეტური ბალანსით შექმნილი დახვეწილი კომპოზიციებით გამორჩეული ბრენდი, რომელიც არომატების ინდივიდუალური ნაზავის კონცეფციის ევოლუციას გვთავაზობს.
AMOUROUD-ის სუნამოების ხასიათი მოციმციმე და მეოცნებეა, ამავდროულად, პროვოკაციული და ბნელიც: მათი მსუბუქი, თუმცა თბილი აკორდები, როგორც რეალური ისტორიებით, ასევე — წარმოსახვითი ემოციებით აკინძული სენსორული მოგონებების კოლექციებს ქმნის: მერქნების, ყვავილების, ფესვების და ბალახეულის ენაზე ნაამბობ, სიმშვიდის, ხალისისა და ვნების ემოციების აღმძვრელ სურნელოვან ამბებს.