HIMALAYAN WOODS
Eau de Parfum
სუნამო
AMOUROUD-ის არომატი Himalayan Woods ჰიმალაის მაღალი მთების სუფთა, კამკამა ჰაერის ალეგორიაა, სიწმინდისგან რომ ციმციმებს. ზედა, გამხსნელი ნოტებიც სიქათქათის, ტყის, ნიავის, სიგრილის მდიდრულ შეგრძნებებს აღძრავს
Not Chosen
AMOUROUD-ის არომატი Himalayan Woods ჰიმალაის მაღალი მთების სუფთა, კამკამა ჰაერის ალეგორიაა, სიწმინდისგან რომ ციმციმებს. მისი გამხსნელი ნოტებიც, სიქათქათის, ტყის, ნიავის, სიგრილის მდიდრულ შეგრძნებებს აღძრავს.
წარმოიდგინეთ უწონობის მდგომარეობის შეგრძნება, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მთიანეთის მწვერვალზე რომ დგახართ და დათოვლილი ხეების ულამაზეს ხედს გადმოსცქერით; ტყეებიდან მონაბერი ცქრიალა სიოს ასოციაციებად, ეგზოტიკური სპეციები — ილი, წიწაკა, ღვია და ჯანჯაფილი გვევლინება.
ლიმონის გაფურჩქნილი ყვავილის დელიკატური კოცნა და მდიდრული, წმინდა, თეთრი ყვავილების სურნელი, ჰარმონიულად ერწყმის მერქნოვან ნოტებს და კომპოზიციას სინაზის შტრიხით ამდიდრებს; საკმეველის გამჭვირვალე აკორდების ჩურჩულის, თეთრი ამბრის (ბალტიის ზღვის თეთრი, იგივე სამეფო ქარვა, ბუნებრივი ქარვის უიშვიათესი, უძვირფასესი სახეობაა; ხასიათდება მუშკის და ხის ფისების შტრიხებით და კრემოვანი, ოდნავ პუდროვანი, ფაქიზი, ჰაეროვანი სურნელით) მედიტაციისა და მუშკის სურნელთა ურთიერთქმედებით, საოცრად მგრძნობიარე ხასიათის მქონე გრილი, მშრალი არომატი იბადება.
გამხსნელი ნოტები:
ილის ექსტრაქტი, შავი პილპილის ექსტრაქტი, კლარი (იგივე წითელი) სალბი, ღვიის კენკრა, ლიმონის ყვავილი
გულის ნოტები:
ჟასმინი, გუაიაკის ხე, ვანილის ყვავილი
საბაზისო ნოტები:
ტონკა, თეთრი ამბრი, უდი, პაჩული, მუშკი
ბრენდის შესახებ
AMOUROUD-ის იდეა, ინოვაციური მემკვიდრეობის შედეგად დაიბადა და განსხვავებული ხედვის დამსახურებით, პერსონალიზებული სუნამოების ბუტიკის — Perfumer's Workshop-ის საყოველთაო აღიარებაც მოიპოვა:
გაიცანით აქცენტების იდეალური პროპორციითა და პოეტური ბალანსით შექმნილი დახვეწილი კომპოზიციებით გამორჩეული ბრენდი, რომელიც არომატების ინდივიდუალური ნაზავის კონცეფციის ევოლუციას გვთავაზობს.
AMOUROUD-ის სუნამოების ხასიათი მოციმციმე და მეოცნებეა, ამავდროულად, პროვოკაციული და ბნელიც: მათი მსუბუქი, თუმცა თბილი აკორდები, როგორც რეალური ისტორიებით, ასევე — წარმოსახვითი ემოციებით აკინძული სენსორული მოგონებების კოლექციებს ქმნის: მერქნების, ყვავილების, ფესვების და ბალახეულის ენაზე ნაამბობ, სიმშვიდის, ხალისისა და ვნების ემოციების აღმძვრელ სურნელოვან ამბებს.