მთავარიშოპისუნამო

ELIXIR NOIR ILLUMINÉ

ELIXIR NOIR ILLUMINÉ

Parfum

სუნამო

AMOUROUD-ის არომატი Elixir Noir Illuminé ორსახოვანი ხასიათის — ბნელი და ნათელი, მბრწყინავი და ბნელი შტრიხებით გამორჩეული ელექსირია; მისი მიუწვდომელი და მომხიბლავი სურნელი წყვდიადში სინათლის ნაპერწკლის გაელვებას შეიძლება, შევადაროთ.

მოცულობა:

Not Chosen

797.00 ₾
აღწერა

AMOUROUD-ის Elixir Noir Illuminé, ორსახოვანი ხასიათის — ბნელი და ნათელი, მბრწყინავი და მუქი შტრიხებით გამორჩეული ელექსირია: მისი მიუწვდომელი და მომხიბლავი სურნელი, წყვდიადში სინათლის ნაპერწკლის გაელვებას ჰგავს.

კომპოზიციის გაშლისას, მანათობელი ილის, ჯანჯაფილის და ველური დარიჩინის მოციმციმე აკორდები, შავი ქლიავის ნექტრის ტალღაზე ციალებენ და სურნელის გულს აძლიერებენ — პასიფლორას და ეგვიპტური ჟასმინის თაიგულში ჩაძირული ბუნებრივი ვარდისა და ტუბეროზის მწარე, პიკანტურ აკორდებს.

არომატის ბაზაზე, შავი შოკოლადი, შავი ვეტივერი და მერქნების ინტენსიური აკორდები, Elixir Noir Illuminé-ს ხასიათის ყველაზე ღრმა, ბნელ ასპექტებს ამჟღავნებს და იდეალურად ასახავს ექსტრაქტის დუალისტურ — იდუმალ, თუმცა, ამავდროულად გამომწვევ ხასიათს.

გამხსნელი ნოტები:

შავი ქლიავი, ილი, ჯანჯაფილი, ველური დარიჩინი

გულის ნოტები:

„შემოდგომის მეფე“ (შროშანის სახეობა), მიხაკი, ეგვიპტური ჟასმინი, პასიფლორა

საბაზისო ნოტები:

შავი ვეტივერი, პაჩულის აბსოლუტი, სანდალვუდი, ოქროსფერი უდი

ბრენდის შესახებ

AMOUROUD-ის იდეა, ინოვაციური მემკვიდრეობის შედეგად დაიბადა და განსხვავებული ხედვის დამსახურებით, პერსონალიზებული სუნამოების ბუტიკის — Perfumer's Workshop-ის საყოველთაო აღიარებაც მოიპოვა:

გაიცანით აქცენტების იდეალური პროპორციითა და პოეტური ბალანსით შექმნილი დახვეწილი კომპოზიციებით გამორჩეული ბრენდი, რომელიც არომატების ინდივიდუალური ნაზავის კონცეფციის ევოლუციას გვთავაზობს.

AMOUROUD-ის სუნამოების ხასიათი მოციმციმე და მეოცნებეა, ამავდროულად, პროვოკაციული და ბნელიც: მათი მსუბუქი, თუმცა თბილი აკორდები, როგორც რეალური ისტორიებით, ასევე — წარმოსახვითი ემოციებით აკინძული სენსორული მოგონებების კოლექციებს ქმნის: მერქნების, ყვავილების, ფესვების და ბალახეულის ენაზე ნაამბობ, სიმშვიდის, ხალისისა და ვნების ემოციების აღმძვრელ სურნელოვან ამბებს.