მთავარიშოპისუნამო

ELIXIR MYSTERIOUS ROSE

ELIXIR MYSTERIOUS ROSE

Parfum

სუნამო

AMOUROUD-ის არომატი Elixir Mysterious Rose მარგალიტის ეფექტის მქონე ელექსირია, რომელიც ტკბილი, დახვეწილი სურნელის მქონე მცენარის — „ჯადოსნური ვარდის“ ექსტრაქტისგან მზადდება — უიშვიათესი ვარდისგან, რომლის ხავერდოვანი ფურცლები მხოლოდ ერთხელ იშლება.

მოცულობა:

Not Chosen

797.00 ₾
აღწერა

AMOUROUD-ის მარგალიტისებრი ეფექტის ელექსირი Elixir Mysterious Rose, ტკბილი, დახვეწილი სურნელით გამორჩეული მცენარის — „ჯადოსნური ვარდის“ ექსტრაქტისგან მზადდება: ამ უიშვიათესი ვარდის ხავერდოვანი ფურცლები, წელიწადში მხოლოდ ერთხელ იშლება.

თვალწარმტაცი ყვავილოვანი ფანტაზიის ხორცშესხმისთვის, AMOUROUD, ამაღელვებელი სურნელის მქონე, არისტოკრატული დამასკოს ვარდის ესენციას, დახვეწილად აზავებს ბულგარული ვარდისა და უიშვიათესი ტიბეტური ვარდის ექსტრაქტებთან.

კომპოზიციაში, ვარდის ნოტები, მერქნების თბილ და ტყის მდიდრულ, ბუნებრივ ნოტებს ერწყმის და ჭეშმარიტად მისტიკურ არომატს გვთავაზობს, რომელიც, მზის ამოსვლიდან შემოღამებამდე, დაუვიწყარ თავგადასავლებს გვპირდება.

გამხსნელი ნოტები:

შავი ლეღვის ჯიში „ზეციური ლეღვი“, ლიმონის ექსტრაქტი, პრალინი (მოხალული შაქრის, თხილის და ვანილის შიგთავსი ფრანგულ კონდიტერიაში), პილპილი

გულის ნოტები:

დამასკოს ვარდი, ტიბეტური ვარდი, იის ფოთლები, ოსმანტუსი

საბაზისო ნოტები:

კედარი, ტაიტური ვანილის აბსოლუტი, ბენზოინი, ბულგარული ვარდი

ბრენდის შესახებ

AMOUROUD-ის იდეა, ინოვაციური მემკვიდრეობის შედეგად დაიბადა და განსხვავებული ხედვის დამსახურებით, პერსონალიზებული სუნამოების ბუტიკის — Perfumer's Workshop-ის საყოველთაო აღიარებაც მოიპოვა:

გაიცანით აქცენტების იდეალური პროპორციითა და პოეტური ბალანსით შექმნილი დახვეწილი კომპოზიციებით გამორჩეული ბრენდი, რომელიც არომატების ინდივიდუალური ნაზავის კონცეფციის ევოლუციას გვთავაზობს.

AMOUROUD-ის სუნამოების ხასიათი მოციმციმე და მეოცნებეა, ამავდროულად, პროვოკაციული და ბნელიც: მათი მსუბუქი, თუმცა თბილი აკორდები, როგორც რეალური ისტორიებით, ასევე — წარმოსახვითი ემოციებით აკინძული სენსორული მოგონებების კოლექციებს ქმნის: მერქნების, ყვავილების, ფესვების და ბალახეულის ენაზე ნაამბობ, სიმშვიდის, ხალისისა და ვნების ემოციების აღმძვრელ სურნელოვან ამბებს.