მთავარიშოპისუნამო

ELIXIR LA ROSE NOIRE

ELIXIR LA ROSE NOIRE

Parfum

სუნამო

AMOUROUD-ის არომატი Elixir La Rose Noire შავი ვარდის განმაცვიფრებელ, დამაინტრიგებელ იდეას ეყდრნობა: მისი სურნელი, ერთგვარად, დამალული განძია, რომელსაც მპოვნელი ნელ-ნელა — ფენა-ფენა აღმოაჩენს.

მოცულობა:

Not Chosen

797.00 ₾
აღწერა

AMOUROUD-ის Elixir La Rose Noire, შავი ვარდის განმაცვიფრებელ, დამაინტრიგებელ იდეას ეყდრნობა: მისი სურნელი, ერთგვარი დამალული განძია, რომელსაც მპოვნელი ნელ-ნელა — ფენა-ფენა აღმოაჩენს.

არომატი ყვავილოვანი ნოტებით იშლება: ტაიფის ვარდი, შროშანი და ნემსიწვერა, კრემოვანი ილის და ავშნის (აბზინდა) ზეთის ექსტრაქტებს ერწყმის და კომპოზიციის გლუვი, მდიდრული გულისკენ მიგვიძღვის, პიკანტური ყვავილების, ხის თბილი აკორდებისა და სამეფო ექსტრაქტის — ეგვიპტური ვარდის ზეთის იდუმალი ნაზავით. სურნელის კულმინაციას კი ზაფრანის, მიხაკის, პაჩულის და უღრანი ტყის კედარის საბაზისო ნოტები გვთავაზობს.

გამხსნელი ნოტები:

ილი, ავშნის ზეთი, გერანიუმი (ვარდის, პიტნის, წიწაკის და ლიმონის აკორდებით შემდგარი ბუნებრივი პარფიუმერული ინგრედიენტი), შროშანი

გულის ნოტები:

ზაფრანა, ეგვიპტური ვარდი, კედარვუდი (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული მშრალი, ნაზი მერქნოვანი სურნელით და ტყავის ნიუანსებით, მოგვაგონებს ფანქრის და ახლადდაბეჭდილი გაზეთების არომატს), მიხაკი

საბაზისო ნოტები:

ვეტივერის ზეთი, ჯავა (კუნძულ ჯავას ვეტივერი), მუშკი, ტყავი, უდი

ბრენდის შესახებ

AMOUROUD-ის იდეა, ინოვაციური მემკვიდრეობის შედეგად დაიბადა და განსხვავებული ხედვის დამსახურებით, პერსონალიზებული სუნამოების ბუტიკის — Perfumer's Workshop-ის საყოველთაო აღიარებაც მოიპოვა:

გაიცანით აქცენტების იდეალური პროპორციითა და პოეტური ბალანსით შექმნილი დახვეწილი კომპოზიციებით გამორჩეული ბრენდი, რომელიც არომატების ინდივიდუალური ნაზავის კონცეფციის ევოლუციას გვთავაზობს.

AMOUROUD-ის სუნამოების ხასიათი მოციმციმე და მეოცნებეა, ამავდროულად, პროვოკაციული და ბნელიც: მათი მსუბუქი, თუმცა თბილი აკორდები, როგორც რეალური ისტორიებით, ასევე — წარმოსახვითი ემოციებით აკინძული სენსორული მოგონებების კოლექციებს ქმნის: მერქნების, ყვავილების, ფესვების და ბალახეულის ენაზე ნაამბობ, სიმშვიდის, ხალისისა და ვნების ემოციების აღმძვრელ სურნელოვან ამბებს.