მთავარიშოპისუნამო

ELIXIR GOLDEN OUD

ELIXIR GOLDEN OUD

Parfum

სუნამო

AMOUROUD-ის არომატს — პარფიუმის ექსტრაქტ Elixir Golden Oud-ს სურნელოვან წარმოდგენადაც კი მოიხსენიებენ. სუნამოს ბაზა „ღმერთების ხის“ — ბუნებრივი ინდური აგარის, იგივე უდის ფისია, რომელსაც პარფიუმერიაში „თხევად ოქროს“ უწოდებენ.

მოცულობა:

Not Chosen

797.00 ₾
აღწერა

AMOUROUD-ის არომატს — პარფიუმის ექსტრაქტ Elixir Golden Oud-ს სურნელოვან წარმოდგენადაც კი მოიხსენიებენ. სუნამოს ბაზა „ღმერთების ხის“ — ბუნებრივი ინდური აგარის, იგივე უდის ფისია, რომელსაც პარფიუმერიაში „თხევად ოქროს“ უწოდებენ.

არომატის შექმნისას, უდის ფისს ფრთხოლად, ფენების პრინციპით ჩააქსოვენ კეთილშობილი მცენარის — დამასკოს ვარდის ექსტრაქტთან. უდის და ვარდის სურნელი თბილი, მოტკბო ხის ნოტებით, მადაგასკარის ვანილის ზეთოვანი ექსტრაქტით, გუაიკას ბუნებრივი ხით და პაჩულის ფესვების ექსტრაქტითაა დაბალანსებული.

Elixir Golden Oud-ი, მიპკურებისას, ვნებიან სენსორულ გამოცდილებებს გვპირდება და ჰაერსა და ჩვენს კანთან ურთიერთქმედებისას, ხის ღრმა, ბნელი ნოტებით გაჯერებულ ექსპრესიულ, მდიდრულ, თბილ აურას გვიტოვებს.

გამხსნელი ნოტები:

იასამნისფერი ია, ჰელიორტოპი, კოქტეილ „კირ როიალის აკორდი“: კასისის (შავი მოცხარის ტკბილი აკორდი) და შამპანურის კომბინაცია

გულის ნოტები:

ოქროსფერი უდი, პაჩულის ნისლი, ორისი (ზამბახის აკორდი)

საბაზისო ნოტები:

შებოლილი კარამელი, გუაიაკის ხე, მადაგასკარული ვანილის აბსოლუტი, მირონი, თამბაქო, მუშკი

ბრენდის შესახებ

AMOUROUD-ის იდეა, ინოვაციური მემკვიდრეობის შედეგად დაიბადა და განსხვავებული ხედვის დამსახურებით, პერსონალიზებული სუნამოების ბუტიკის — Perfumer's Workshop-ის საყოველთაო აღიარებაც მოიპოვა:

გაიცანით აქცენტების იდეალური პროპორციითა და პოეტური ბალანსით შექმნილი დახვეწილი კომპოზიციებით გამორჩეული ბრენდი, რომელიც არომატების ინდივიდუალური ნაზავის კონცეფციის ევოლუციას გვთავაზობს.

AMOUROUD-ის სუნამოების ხასიათი მოციმციმე და მეოცნებეა, ამავდროულად, პროვოკაციული და ბნელიც: მათი მსუბუქი, თუმცა თბილი აკორდები, როგორც რეალური ისტორიებით, ასევე — წარმოსახვითი ემოციებით აკინძული სენსორული მოგონებების კოლექციებს ქმნის: მერქნების, ყვავილების, ფესვების და ბალახეულის ენაზე ნაამბობ, სიმშვიდის, ხალისისა და ვნების ემოციების აღმძვრელ სურნელოვან ამბებს.