DARK ORCHID
Eau de Parfum
სუნამო
ბალზამის და ვანილის მდიდრული ფენები სახიფათო, მაგიურ ნოტებს ფარავენ, შავ ორქიდეას კი მაჰიპნოზირებელ ფენომენს, ადიქციურ ძალას ანიჭებენ. თუ Dark Orchid EDP-ს ერთხელ მაინც იპკურებთ, მისი სურნელი აღარასოდეს დაგავიწყდებათ…
Not Chosen
თუ გსურთ, AMOUROUD-ის Dark Orchid-ის არომატის არსს ჩასწვდეთ, წარმოიდგინეთ შავი გარდენიას ფურცლებით და პიკანტური ორქიდეას აკორდებით გასხივოსნებული, მისტიკური ენერგიით მოელვარე უღრანი ტყის ძირი; ბალზამის და ვანილის მდიდრული ფენები სახიფათო, მაგიურ ნოტებს ფარავენ, შავ ორქიდეას კი მაჰიპნოზირებელ ფენომენს, ადიქციურ ძალას ანიჭებენ. თუ Dark Orchid-ს ერთხელ მაინც იპკურებთ, მისი სურნელი აღარასოდეს დაგავიწყდებათ…
გამხსნელი ნოტები:
მანდარინი, ციტრუსის აკორდი, შავი გარდენია, სიცილიური ბერგამოტი
გულის ნოტები:
გრასის ჟასმინი, ილანგ ილანგი, ლოტუსის ხე, შავი ორქიდეა
საბაზისო ნოტები:
ინდონეზიური პაჩული, მაისორის სანდალვუდი, საკმეველის აკორდი, ვანილი
ბრენდის შესახებ
AMOUROUD-ის იდეა, ინოვაციური მემკვიდრეობის შედეგად დაიბადა და განსხვავებული ხედვის დამსახურებით, პერსონალიზებული სუნამოების ბუტიკის — Perfumer's Workshop-ის საყოველთაო აღიარებაც მოიპოვა:
გაიცანით აქცენტების იდეალური პროპორციითა და პოეტური ბალანსით შექმნილი დახვეწილი კომპოზიციებით გამორჩეული ბრენდი, რომელიც არომატების ინდივიდუალური ნაზავის კონცეფციის ევოლუციას გვთავაზობს.
AMOUROUD-ის სუნამოების ხასიათი მოციმციმე და მეოცნებეა, ამავდროულად, პროვოკაციული და ბნელიც: მათი მსუბუქი, თუმცა თბილი აკორდები, როგორც რეალური ისტორიებით, ასევე — წარმოსახვითი ემოციებით აკინძული სენსორული მოგონებების კოლექციებს ქმნის: მერქნების, ყვავილების, ფესვების და ბალახეულის ენაზე ნაამბობ, სიმშვიდის, ხალისისა და ვნების ემოციების აღმძვრელ სურნელოვან ამბებს.