Ambre Topkapi
Eau de Parfum
სუნამო
Fresh woody spicy
Not Chosen
Parfums MDCI-ს ელეგანტური Ambre Topkapi, გრილი, არომატული, თუმცა, უდავოდ გამორჩეული კომპოზიციაა! ამ ქმნილების ცხვირი კი, არც მეტი, არც ნაკლები — პიერ ბურდონია; ისეთი ბესტსელერი სუნამოების ავტორი, როგორიცაა: YSL-ის Kouros, Davidoff-ის Cool Water და Jil Sander-ის Jil Sander!
სახელმა არ შეგაცდინოთ: Ambre Topkapi, ამბრის კლასიკური არომატების კატეგორიას არ მიეკუთვნება. როდესაც ბრენდის დამფუძნებელს, მსოფლიოში განთქმულ პარფიუმერ კლოდ მარშალს ჰკითხეს, რა ფერის ასოციაციას აღძრავდა მოცემული სურნელი, უპასუხა — „ქარვისფერი, როგორც ვისკიო“: ფლაკონის ოქროსფერი შეფერილობა და პროდუქტის დასახელება, წმინდა ვიზუალურ დატვირთვას ატარებს.
რაც შეეხება არომატს: Ambre Topkapi, მწიფე ანანასის განმაცვიფრებელი აფეთქებით ამაღლებული პიკანტური ფუჟერის* დახვეწილი ნაზავია — რაფინირებული, სიცოცხლით სავსე სურნელი, რომლის დავიწყებაც, შეუძლებელია!
კომპოზიცია მწვანე ენერგიის აფეთქებით იშლება: მყისიერ შთაბეჭდილებას ახდენს არომატული ლავანდის, ქონდრის და ქინძის გამხსნელი ნოტები. სურნელის განვითარებასთან ერთად, Ambre Topkapi-ს ხასიათს, კომპლექსურობას და ბალანსს ანიჭებს დარიჩინის, მწვანე ჩაის და იის ფოთლების თბილი შტრიხები. ფონად, ანანასის მოულოდნელი, თუმცა იდეალურად შეხამებული მსუბუქი გაელვება შეიმჩნევა.
სტამბულის ტოპკაპის სასახლის დახვეწილი დიდებულებით შთაგონებული Ambre Topkapi, სიძლიერესა და სიფაქიზეს შორის გავლებული ვიწრო ზღვარია; ხრამუნა, სუფთა, ზომიერი არომატით და შეუმცდარი მდგრადობით.
ამ სუნამოს, ბრენდის ისტორიაში, განსაკუთრებული ადგილი უკავია, რადგან Parfums MDCI-ს პირველ ნამუშევარს წარმოადგენს: მისი არომატი, პარფიუმერ პიერ ბურდონის ძველი სატესტო ნიმუშებიდან, ყოველგვარი ცვლილების გარეშე შეარჩიეს; Parfums MDCI-ს დამფუძნებლის, კლოდ მარშალისთვის კი, Ambre Topkapi, ოსტატობის და ხელოვნების კვალდაკვალ შექმნილი ბრენდის და მსოფლიოს რჩეულ პარფიუმერებთან კოლაბორაციის დასაწყისის აღმნიშვნელია.
- ფუჟერის აკორდი: ძველებური სადალაქოს ნოსტალგიური არომატის გაცოცხლება; ლავანდის, მუხის ხავსის და მოლეკულური ნედლეულის — კუმარინის ნოტებით შექმნილი ღრმად არომატული, მწვანე ნოტები, როგორც ძველებური საპარსების ქაფის სურნელის ასოციაცია.
ზედა ნოტები: ბერგამოტი, გრეიფრუტი, ანანასი, კარდამონი, დარიჩინი, კოჭა, თიამი, აბზინდა, ლავანდა
შუა ნოტები: ჟასმინი, ველის შროშანი, ია
საბაზისო ნოტები: მუხის ხავსი, პაჩული, ვეტივერი, ვარდის ხე, სანდალოზის ხე, ჟოლო, დარჯილინგის ჩაი, ქარვა, ვანილი, მუშკი
არომატული სახლი Parfums MDCI სუნამოების მოყვარულებს და კოლექციონერებს სთავაზობს ხელოვნების ნიმუშებით შთაგონებულ ექსკლუზიურ სურნელებს ძვირფასი შეფუთვით — დახვეწილი არომატების მომხიბლავობას ფლაკონისა და თავსახურის პოეტური სილამაზე აძლიერებს.
მას შემდეგ, რაც Parfums MDCI-ს სუნამოები მეტმა ადამიანმა იპკურა, ბრენდის ცნობადობაც საგრძნობლად გაიზარდა: წლებთან ერთად, პარფიუმერიის პატარა სახლი არომატულ ლაბორატორიად იქცა, ყოველ ახალ პარფიუმერთან თანამშრომლობას კი ახალი არომატის შექმნა და ახალი შემოქმედებითი გზების აღმოჩენა მოჰყვა.