AMBRE SAUVAGE
Eau de Parfum
სუნამო
Ambre Sauvage („ველური ქარვა“), ემოციებითა და საზიარო სიხარულით აღსავსე იმ ძვირფას წუთებს აღბეჭდავს
Not Chosen
დროში შეჩერებული მომენტის მაგია… ტანჟერის ქუჩებში, მზის ჩასვლისას, სპონტანური წვეულება გაიმართა…
Ambre Sauvage („ველური ქარვა“), ემოციებითა და საზიარო სიხარულით აღსავსე იმ ძვირფას წუთებს აღბეჭდავს: უიშვიათესად მდიდრული ამბრის (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) აკორდი სურნელოვან ლავანდასა და ხავერდოვან ზამბახს ათბობს.
არომატი Ambre Sauvage, Goutal-ის პარფიუმერული სახლის შთაგონების უშრეტი წყაროს — აღმოსავლეთისადმი მიძღვნილი სურნელოვანი ოდაა!
გამხსნელი ნოტები: ლავანდა, ვარდისფერი კენკრა
გულის ნოტები: ზამბახი, ვანილი
საბაზისო ნოტები: მუქი მერქნების აკორდი — პაპირუსი და საკმელას ლაბდანუმი (ე.წ. პარფიუმერიის „ნაღები საზოგადოება“: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული პიკანტური, ქარვისებრი, ფისების სურნელით; თბილი, პიკანტური, ქარვისებრი, ბალზამისებრი, ყვავილოვანი, მერქნისებრი და მშრალი აქცენტებით; ზოგჯერ ტყავისებრი და თაფლისებრი ნიუანსებით და ქლიავის მინიშნებებით, ყვავილოვან ნახევარტონებსა და ღრმა, თბილ ასპექტებთან ერთად), სტირაქსი (ლიკვიდამბარის ქერქის ბალზამი), პაჩული
"ALCOHOL DENAT., PARFUM (FRAGRANCE), AQUA (WATER/EAU), Benzyl benzoate, Alpha-isomethyl ionone, Hydroxycitronellal, Coumarin, Citronellol, Linalool, Limonene, Geraniol, Eugenol, Benzyl salicylate, Isoeugenol, Citral, Benzyl alcohol, Cinnamyl alcohol , Benzyl cinnamate
Our ingredient lists may change. We therefore invite you to always refer to the packaging of your product before first use."
რაფინირებული პარფიუმერიის სახლი — Goutal, 1981 წლიდან, სუნამოების უმაღლეს ხელოვნებასა და ცხოვრების ყოველი მომენტისთვის თანმხლებ დახვეწილ, უნიკალურ არომატულ ქმნილებებს გვთავაზობს.
Goutal-ის კოლექციებს შორის, აღმოაჩენთ სურნელებს, რომლებიც მოგზაურობაში გაგიძღვებათ, ზოგიც — მხარზე დაყრდნობილს, სახლში დაგაბრუნებთ… ბრენდის მრავალფეროვანი სელექცია, როგორც ზაფხულის მეგზურ, ასევე — უნივერსალურ არომატებს მოიცავს, რომელთა გამოყენებაც, რამდენიმე წლის განმავლობაში, უწყვეტად შეგიძლიათ.
Goutal-ის ყოველი სუნამო იმ ცხოვრებისეულ მომენტებს ჰგავს, ჩვენს პიროვნებას რომ აყალიბებენ: ზოგიერთი მათგანი გულწრფელ აღიარებას გაგახსენებთ, ზოგიც — გულიან სიცილს; მოგონებებს, რომლებიც დროში გვამოგზაურებენ და ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთის შესახებ გვიამბობენ…
ბრენდის შემქმნელი, მტკიცე და თავისუფალი სულისკვეთების მქონე ქალბატონი, ნიშური პარფიუმერიის პიონერი — ანიკ გიუტალია, რომელმაც ხანმოკლე, თუმცა მრავალფეროვანი ცხოვრება განვლო და მამაკაცების მიერ დომინირებულ ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება წარმატებით შეძლო; მუდამ სიყვარულით იყო აღსავსე და გარშემომყოფ ქალებსაც განუწყვეტლივ შთააგონებდა.
პარფიუმერული სახლი Goutal დღესაც აგრძელებს ემოციების სურნელებად გარდაქმნას და გამორჩეულად დახვეწილი არომატების მოყვარულების მიზიდვას; განსაკუთრებით, საკულტო ქმნილებებით — Eau d’Hadrien-ითა („ადრიანეს წყალი“) და Petite Chérie-ით („პატარა ძვირფასი“).