მთავარიშოპისუნამო

Ambre Rouge

Ambre Rouge
Ambre Rouge

Eau de Parfum

სუნამო

ავთენტურ, ექსტრავერტულ, ემოციურ პიროვნებებს ძალუძთ, ქალური მგრძნობიარობა მამაკაცურ დეტერმინიზმს შეუთავსონ…

მოცულობა:

Not Chosen

90.00 ₾
აღწერა

Alyssa Ashley-ს არომატი Ambre Rouge  სპეციების და ციტრუსის ნაპერწკლებით იშლება. სურნელის გული წითელი ყვავილების თაიგულის და ხილის სინათლეს ასხივებს, ბაზა კი — შავი ქარვისა და პაჩულის მისტერიებს.

ავთენტურ, ექსტრავერტულ, ემოციურ პიროვნებებს ძალუძთ, ქალური მგრძნობიარობა მამაკაცურ დეტერმინიზმს შეუთავსონ…

top; Pink Berries, Tangerines, White Pepper, heart; Red Rose, Hibiscus, Blackberry, base; Benzoin, Patchouli, Black Amber

ALCOHOL DENAT., PARFUM (FRAGRANCE), AQUA (WATER), ALPHA-ISOMETHYL IONONE, CITRAL, CITRONELLOL, COUMARIN, GERANIOL, HEXYL CINNAMAL, LINALOOL.

პარფიუმერული ბრენდი Alyssa Ashley 1969 წელს, იტალიური სიურეალიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლის — ენრიკო დონატის ბრწყინვალე გონებაში დაიბადა: სურნელოვანი ოსტატობისადმი მისწრაფება ხელოვანმა მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც ისტორიული ფრანგული პარფიუმერული სახლის — Houbigant-ის უკანასკნელ მემკვიდრეზე იქორწინა: წყვილი ერთმანეთს მალევე დაშორდა, თუმცა დონატის პარფიუმერიისადმი სიყვარული უცვლელი დარჩა, რის გამოც, განქორწინების შემდეგ, კომპანიის შესყიდვა გადაწყვიტა.

Houbigant-ის სურნელოვანი ხაზი — Alyssa Ashley ენრიკო დონატის ქალიშვილს — ალისას მიეძღვნა: მისი იდენტობა კი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ სულ მალე, დამოუკიდებელ ბრენდად იქცა.

აი, ასე შეიქმნა Alyssa Ashley: ორი დარგის — სახვითი ხელოვნებისა და პარფიუმერული ოსტატობის შერწყმის შედეგად!