Ambre Marine
Eau de Parfum
სუნამო
სუნამო Ambre Marine ჭკვიან, ელეგანტურ ადამიანებს განასახიერებს, რომლებიც გულახდილობით, თავდაჯერებით, პირდაპირობით და გულწრფელობით გამოირჩევიან: არომატის სიკამკამე და გამჭვირვალობა, მისი მომხმარებლების სუფთა, გულღია ხასიათში აისახება…
Not Chosen
Alyssa Ashley-ს არომატის — Ambre Marine-ის გამხსნელ ნოტებში, ციტრუსოვანი მარგალიტის გრილ, გულუბრყვილო სურნელს აღმოაჩენთ, კომპოზიციის გულში კი წყლის თეთრი ყვავილების თაიგული გვეგებება.
სუნამო Ambre Marine ჭკვიან, ელეგანტურ ადამიანებს განასახიერებს, რომლებიც გულახდილობით, თავდაჯერებით, პირდაპირობით და გულწრფელობით გამოირჩევიან: არომატის სიკამკამე და გამჭვირვალობა, მისი მომხმარებლების სუფთა, გულღია ხასიათში აისახება…
top; Lemon, Lotus Flower, Peppermint , heart; Water Lilies, Orange Blossom, White Rose, base; Narcissus, Iris Wood, Blond Amber
ALCOHOL DENAT., PARFUM (FRAGRANCE), AQUA (WATER), BENZYL SALICYLATE, ALPHA-ISOMETHYL IONONE, BENZYL ALCOHOL, CITRAL, CITRONELLOL, GERANIOL, HEXYL CINNAMAL, LINALOOL.
პარფიუმერული ბრენდი Alyssa Ashley 1969 წელს, იტალიური სიურეალიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლის — ენრიკო დონატის ბრწყინვალე გონებაში დაიბადა: სურნელოვანი ოსტატობისადმი მისწრაფება ხელოვანმა მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც ისტორიული ფრანგული პარფიუმერული სახლის — Houbigant-ის უკანასკნელ მემკვიდრეზე იქორწინა: წყვილი ერთმანეთს მალევე დაშორდა, თუმცა დონატის პარფიუმერიისადმი სიყვარული უცვლელი დარჩა, რის გამოც, განქორწინების შემდეგ, კომპანიის შესყიდვა გადაწყვიტა.
Houbigant-ის სურნელოვანი ხაზი — Alyssa Ashley ენრიკო დონატის ქალიშვილს — ალისას მიეძღვნა: მისი იდენტობა კი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ სულ მალე, დამოუკიდებელ ბრენდად იქცა.
აი, ასე შეიქმნა Alyssa Ashley: ორი დარგის — სახვითი ხელოვნებისა და პარფიუმერული ოსტატობის შერწყმის შედეგად!