მთავარიშოპისუნამო

AMBRE FÉTICHE

AMBRE FÉTICHE

EAU DE PARFUM

სუნამო

მოცულობა:

Not Chosen

587.00 ₾
აღწერა

ზოგიერთი სუნამო, თილისმის მსგავსად, ჯადოსნური ძალითაა დაჯილდოებული: შეუძლია, კეთილდღეობის შეგრძნებების აღმძვრელ შორეულ ადგილებში გვამოგზაუროს…

Goutal-ის აღმოსავლეთის სითბოთი მოცული არომატი — Ambre Fétiche ტყავის და პაჩულის არომატებთან შერწყმული ვანილისა და ბენზოინის დამატყვევებელი სურნელებით, სანელებლების ბაზრის შუაგულისკენ გაგიტაცებთ და პარფიუმერიის ტრადიციულ რიტუალებს მოგაგონებთ.

გამხსნელი ნოტები: საკმეველი, ლაბდანუმი (ციტრუსების ექსტრაქტი), სტირაქსი

გულის ნოტები: გერანიუმი, ბენზოინის ფისი, ზამბახი

საბაზისო ნოტები: ვანილი, რუსული ტყავი

ALCOHOL DENAT., PARFUM (FRAGRANCE), AQUA (WATER/EAU), Benzyl benzoate, Hydroxycitronellal, Citronellol, Linalool, Limonene, Geraniol, Coumarin, Eugenol, Alpha-Isomethyl Ionone, Benzyl salicylate, Citral, Benzyl alcohol, Isoeugenol

რაფინირებული პარფიუმერიის სახლი — Goutal, 1981 წლიდან, სუნამოების უმაღლეს ხელოვნებასა და ცხოვრების ყოველი მომენტისთვის თანმხლებ დახვეწილ, უნიკალურ არომატულ ქმნილებებს გვთავაზობს.

Goutal-ის კოლექციებს შორის, აღმოაჩენთ სურნელებს, რომლებიც მოგზაურობაში გაგიძღვებათ, ზოგიც — მხარზე დაყრდნობილს, სახლში დაგაბრუნებთ… ბრენდის მრავალფეროვანი სელექცია, როგორც ზაფხულის მეგზურ, ასევე — უნივერსალურ არომატებს მოიცავს, რომელთა გამოყენებაც, რამდენიმე წლის განმავლობაში, უწყვეტად შეგიძლიათ.

Goutal-ის ყოველი სუნამო იმ ცხოვრებისეულ მომენტებს ჰგავს, ჩვენს პიროვნებას რომ აყალიბებენ: ზოგიერთი მათგანი გულწრფელ აღიარებას გაგახსენებთ, ზოგიც — გულიან სიცილს; მოგონებებს, რომლებიც დროში გვამოგზაურებენ და ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთის შესახებ გვიამბობენ…

ბრენდის შემქმნელი, მტკიცე და თავისუფალი სულისკვეთების მქონე ქალბატონი, ნიშური პარფიუმერიის პიონერი — ანიკ გიუტალია, რომელმაც ხანმოკლე, თუმცა მრავალფეროვანი ცხოვრება განვლო და მამაკაცების მიერ დომინირებულ ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება წარმატებით შეძლო; მუდამ სიყვარულით იყო აღსავსე და გარშემომყოფ ქალებსაც განუწყვეტლივ შთააგონებდა.

პარფიუმერული სახლი Goutal დღესაც აგრძელებს ემოციების სურნელებად გარდაქმნას და გამორჩეულად დახვეწილი არომატების მოყვარულების მიზიდვას; განსაკუთრებით, საკულტო ქმნილებებით — Eau d’Hadrien-ითა („ადრიანეს წყალი“) და Petite Chérie-ით („პატარა ძვირფასი“).