მთავარიშოპისუნამო

Amber Musk

Amber Musk
Amber Musk

Eau de Parfum

სუნამო

იდუმალი, გულუხვი და ღრმა პიროვნული შტრიხების მქონე ფილისოფიური ინდივიდები, ცხოვრებისეული მისტერიით იხიბლებიან; ქარვის თბილი, ყოვლისმომცველი სურნელი წარმოსახვას ასტიმულირებს და ადამიანებს მაგიური, მომაჯადოებელი ადგილების შესახებ აოცნებებს. ამ სუნამოს, მგრძნ

მოცულობა:

Not Chosen

90.00 ₾
აღწერა

Alyssa Ashley-ს სურნელოვანი ქმნილება — Amber Musk   ჟასმინის ნოტებით იშლება. არომატის გულში, დახვეწილი ზამბახი ბენზოინს ერწყმის, ქარვის, ვანილის და მუშკის ბაზაზე.

იდუმალი, გულუხვი და ღრმა პიროვნული შტრიხების მქონე ფილისოფიური ინდივიდები, ცხოვრებისეული მისტერიით იხიბლებიან; ქარვის თბილი, ყოვლისმომცველი სურნელი წარმოსახვას ასტიმულირებს და ადამიანებს მაგიური, მომაჯადოებელი ადგილების შესახებ აოცნებებს. ამ სუნამოს, მგრძნობიარე მახასიათებლების გამო, აფროდიზიაკულ თვისებებსაც მიაწერენ… 

top; Jasmin, heart; Iris, Benzoin, base; Amber, Vanilla, Musk

ALCOHOL DENAT. (ALCOHOL), PARFUM (FRAGRANCE), AQUA (WATER), BENZYL ALCOHOL.

პარფიუმერული ბრენდი Alyssa Ashley 1969 წელს, იტალიური სიურეალიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლის — ენრიკო დონატის ბრწყინვალე გონებაში დაიბადა: სურნელოვანი ოსტატობისადმი მისწრაფება ხელოვანმა მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც ისტორიული ფრანგული პარფიუმერული სახლის — Houbigant-ის უკანასკნელ მემკვიდრეზე იქორწინა: წყვილი ერთმანეთს მალევე დაშორდა, თუმცა დონატის პარფიუმერიისადმი სიყვარული უცვლელი დარჩა, რის გამოც, განქორწინების შემდეგ, კომპანიის შესყიდვა გადაწყვიტა.

Houbigant-ის სურნელოვანი ხაზი — Alyssa Ashley ენრიკო დონატის ქალიშვილს — ალისას მიეძღვნა: მისი იდენტობა კი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ სულ მალე, დამოუკიდებელ ბრენდად იქცა.

აი, ასე შეიქმნა Alyssa Ashley: ორი დარგის — სახვითი ხელოვნებისა და პარფიუმერული ოსტატობის შერწყმის შედეგად!