მთავარიშოპისუნამო

AMBER

AMBER

EAU DE PARFUM

სუნამო

Giardino Benessere-ს Amber („ქარვა“), ანტიკური დროიდან განთქმული ქარვის უტყუარი ესენციის ბაზაზეა შექმნილი.

მოცულობა:

Not Chosen

330.00 ₾
აღწერა

Giardino Benessere-ს Amber („ქარვა“), ანტიკური დროიდან განთქმული ქარვის უტყუარი ესენციის ბაზაზეა შექმნილი.

ასკეტურ მედიტაციაში ქარვას მასტიმულირებელი ძალების გამო იყენებდნენ; ცნობილი იყო, როგორც სენტიმენტალური პრობლემების მარელაქსირებელი ინგრედიენტი და ჰარმონიული შეგრძნებების მისაღწევი საშუალება.

სურნელოვანი ოჯახი: ყვავილოვანი, აღმოსავლური

გამხსნელი/გულის ნოტები: ჟასმინი, ბერგამოტი, ილანგ ილანგი

საბაზისო ნოტები: ოპოპონაქსი (აღმოსავლური სტილის სურნელის ბალზამი ქარვის და ფისის არომატით), ჰელიოტროპი, ქარვისებრი ხეები

Alcohol Denat., Parfum, Aqua, Coumarin, Citronellol, Geraniol, Limonene, Linalool, Citral

პარფიუმერული სახლის — Giardino Benessere-ს („გამაჯანსაღებელი ბაღი“) მთელი შთაგონება ბუნების და ფსიქო-ფიზიკური კეთილდღეობის იდეებს ემყარება: ბრენდის სოციალური და კომერციული ფაქტორებისგან გათავისუფლებული, უნიკალური ქმნილებები, პარფიუმერიის ტრადიციულ ნიმუშებს მიღმა იბადება და სულიერი სიმშვიდისა და კომფორტის მომნიჭებელ თერაპიას ემსახურება.

კოლექცია Classic („კლასიკა“) უკიდურესად დახვეწილი ფუფუნების ახალ კონცეფციას ასახავს: მასში შემავალი დიდებული პერსონიფიკაციის მქონე ძვირფასი, ბუნებრივი ესენციები, ყველაზე სელექციური პარფიუმერიის ექსპრესიას გვთავაზობს. Giardino Benessere-ს თითოეული პროდუქტი, ჭეშმარიტად ავთენტური ხასიათით, მშვენიერია როგორც ინდივიდუალურად გამოყენებისას, ასევე — ქარის მონაბერი სასიამოვნო სურნელივით, ბრენდის სხვა ესენციებთან შესარევად, რათა კიდევ უფრო აამაღლოს არომატი, რომელსაც ატარებთ.

კოლექცია Titans („ტიტანები“) გვიამბობს სამყაროს შექმნაზე; ბუნებისა და მისი წესების განმსაზღვრელ ღრმა ძალებზე. ეს დახვეწილი კოლექცია, ზევსის და ოლიმპოს ღმერთების მიერ წესრიგის დამყარებამდე მძვინვარე კოსმოსის პირველყოფილ არსებებს — ტიტანებს და მათ ძალას ასახავს. მასში შემავალი ესენციების სურნელის სილამაზეს კი ძვირფასი სამკაულების ზარდახშის მსგავსი მეტალის ფლაკონები აძლიერებს.