მთავარიშოპისუნამო

AMANS

AMANS

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

V Canto-ს არომატული, დამაინტრიგებელი ხასიათის სურნელი — Amans, ტუჩების სათუთი ძალის განსხეულებაა, ერთმანეთს გულის გამათბობელი, მღელვარების ჭექა-ქუხილის ხმაში რომ ეხებიან. ეს სუნამო, თავისი ძვირფასი მოლეკულების კომპლექსური შემადგენლობით, მართლაც გამაოგნებელ

მოცულობა:

Not Chosen

585.00 ₾
აღწერა

Amans იტალიურად მოსიყვარულეს ნიშნავს. არსებობს ლექსი, რომელიც ისტორიის ყველაზე ცნობილი კოცნის სრული ვნების შესახებ გვიამბობს (იგულისხმება დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედია“, „ჯოჯოხეთი“. V კანტო): ეს კოცნა იმდენად მძაფრი ემოციების აღმძვრელია, რომ სიკვდილის გამოწვევაც კი შეუძლია!

(„ღვთაებრივი კომედია“, „ჯოჯოხეთი“. ქება V. 115

„ვუთხარ: — ფრანჩესკა, შენმა ტანჯვამ და მწუხარებამ

მე უსასოო მდუღარებით ამივსო თვალნი,

მითხარ, ამ ტკბილი მოგონების და ოხვრის ჟამსა

რარიგად გამცნოთ სიყვარულმა ზრახვა ფარული?“)

V Canto-ს არომატი Amans, სიყვარულის ვნების შემცველი ექსტრაქტია, რასაც მისი ყოველი სურნელოვანი ასპექტით გამოხატავს; თუმცა, ამავდროულად, ორი მონათესავე სულის შეყრის მსგავსად, დამამშვიდებელი ხასიათი აქვს.

ცქრიალა ბედნიერების აფეთქებას ასახავს ციტრუსის ძვირფასი ნექტარი, რომელიც სპეციების საწლოში განისვენებს — იქ, სადაც ყველაზე მეტად, მუსკატის კაკლის, დღეგრძელი ვარდის ხის (ვარდის ხე/პალისანდრი: პალისანდრის ხის ქერქის ორთქლზე დისტილაციით მიღებული ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული მერქნისებრი, ხავერდოვანი, ეგზოტიკური, ყვავილოვანი, გრილი სურნელით და ყვავილოვანი და ხილისებრი, ფრეზიის მსგავსი ნახევარტონებით) ძალის და ტონკას მარცვლების გამოძახილები ჟღერს და კომპოზიციას რჩეულთან სიახლოვისას განცდილ თრთოლვას ანიჭებს.

V Canto-ს არომატული, დამაინტრიგებელი ხასიათის სურნელი — Amans, ტუჩების სათუთი ძალის განსხეულებაა, ერთმანეთს გულის გამათბობელი, მღელვარების ჭექა-ქუხილის ხმაში რომ ეხებიან. ეს სუნამო, თავისი ძვირფასი მოლეკულების კომპლექსური შემადგენლობით, მართლაც გამაოგნებელ შთაბეჭდილებას ახდენს!

ზედა ნოტები: ბერგამოტი, ლიმონი, კარდამონი, ვარდისფერი გრეიფრუტი

შუა ნოტები: როზმარინი, მუსკატის კაკალი, გერანიუმი, ბრიზი

ძირითადი ნოტები: პაჩული, ტონკას მარცვლები, მუშკი

Alcohol Denat., Parfum, Linalool, Alpha-Isomethyl Ionone, Limonene, Citronellol, Coumarin, Geraniol, Citral

პარფიუმერული ბრენდის — V Canto-ს (გამოითქმის, როგორც „კვინტო კანტო“) შთაგონება, ყველაზე ლამაზი სიყვარულის ისტორიაა, რაც კი ოდესმე დაწერილა — სიყვარული ავთენტური წარმოშობის, ღრმა ფესვებისა და სამშობლოსადმი. 700 წელზე მეტია, რაც ტერენცების (პარფიუმერები — ტიციანა და პაოლო) ოჯახი, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრის — გრადარას მახლობლად სახლობს: ამ ჯადოსნურ ღირსშესანიშნაობას, დიდმა დანტე ალიგიერმაც კი მიუძღვნა კანტო, პაოლოსა და ფრანჩესკას უკვდავი ლექსებით გამოძერწილი ფიგურებით („ღვთაებრივი კომედია. „ჯოჯოხეთი“ (Inferno). V კანტო). სწორედ იმ სტრიქონების ანარეკლებიდან იბადება V Canto-ს სურნელოვანი ქმნილებებიც.

კოლექცია „ლურჯი“ (The Blue Collection), ვნებით და სიყვარულით, ცოდვებით და სათნოებით, მანკიერებებით და ჰუმანურობით აღსავსე შუა საუკუნეების ისტორიისა და პოეზიის ანარეკლია;

კოლექციები — „წითელი“ და „მწვანე“ (Red | Green Collection), პარფიუმერების — პაოლო და ტიციანა ტერენცების შემოქმედებას, ახალი ისტორიებით ამდიდრებს V Canto-ს ციხის მკვიდრი შესანიშნავი დედოფლის — ლუკრეცია ბორჯიას შთაგონებით;

რაც შეეხება კოლექციას — „სიყვარულის ფოთლები“ (Foglie d'Amore Collection), მასში შემავალი სუნამოების ყოველ ფლაკონს, უძველესი ტექნოლოგიით ხელნაკეთი ოქროსა და ვერცხლის ფოთლები ამშვენებს და უნიკალურ, განუმეორებელ დიზაინს ანიჭებს;

V Canto — ესაა სიყვარული, ყველა შესაძლო ფორმით და ასპექტით, რადგან სიყვარულით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია