ALUDRA
Eau de Parfum
სუნამო
Not Chosen
Spirit of Kings-ის Aludra, ბრენდის პირველი კოლექციის, Gold Collection-ის წევრია, რომლის შემადგენელი 12 ძვირფასი სუნამოც, ანტიკური არაბული ასტრონომიული ცოდნის შთაგონებით, ვარსკვლავებისა და თანავარსკვლავედების ძველებურ (არაბულ) სახელებს ატარებს. მოცემული სუნამოების ერთობა კი, სამეფო სულის მქონე ადამიანთა ოცნებებში განფენილ წარმოსახვებში და განუხორციელებელ პოტენციალში მიმალული იდუმალი ზეციური საზღვრების სიმბოლოდ გვევლინება.
არომატის სახელწოდება ქალწულის აღმნიშვნელი არაბული სიტყვა „ალ-ადრაადან“ მომდინარეობს: სწორედ ასე უწოდეს მუსლიმმა ასტრონომებმა საუკუნეების წინ დიდი ქოფაკის ვარსკვლავს.
ქანდაკების მსგავს სუნამოს ფლაკონს, ფერმკრთალი ამეთვისტო აგვირგვინებს, როგორც მონდომებისა და დადებითი განწყობის სიმბოლო.
…
იყო და არა იყო რა, ერთ ძველ სამეფოში, ხალხის საყვარელი, სამართლიანი მეფე დადარდიანდა: მისი ერთადერთი მშვენიერი და ჭკვიანი ქალიშვილი, გონებრივი განვითარებით თანატოლებს საგრძნობლად რომ უსწრებდა, ცხოვრებისეულ მეწყვილეს ეძებდა.
მეფემ ბრძანა: ყოველი მამაკაცი, ვისაც სახლი აქვს და სავაჭრო საქმიანობას ეწევა, სასახლეში უნდა გვეახლოს და სადედოფლოს წინაშე წარდგესო.
მართლაც, სასახლის კარზე, რამდენიმე თვის განმავლობაში, საკადრისი სასიძოები მიდიდოდნენ.
ერთ დღესაც, მისაღებ დარბაზში, ახალგაზრდა გლეხმა შეაბიჯა, რომლის გამოჩენასაც, გარშემომყოფთა ქირქილი და შეუსაბამო ჩაცმულობის გამო, დამცინავი მზერა მოჰყვა. კაცმა დარბაზის რიგები გაიარა, ქალწულს მიუახლოვდა და მის ფეხებთან, ძველი, ჭუჭყიანი ქვა დადო. შემდეგ, თავი დაუკრა და იდუმალი ღიმილით, იქაურობა დატოვა; ისე, რომ არავისთვის შეუხედავს. ყველანი განცვიფრებულები დარჩნენ…
ზედა ნოტები: ბერგამოტი, ლიჩი, რუიბარბო, თხილის მოსკადა
შუა ნოტები: თურქული ვარდი, პეონის ფურცლები, ვანილი, მუშკი
საბაზისო ნოტები: კაშიმირი, ჰაიტის ვეტივერი, კედარი, საკმეველი
Spirit of Kings ექსკლუზიური, საერთაშორისო ლუქს-კლასის ბრენდია, რომელიც ევროპული ხელოვნების ესთეტიკისა და ისტორიის აღსანიშნავად შეიქმნა და ინგლისის სამეფო პატრონაჟით, ესპანეთში დანერგილი მხატვრული სრულყოფილების მრავალწლოვანი მემკვიდრეობითაა შთაგონებული. მისი საოცრად თანამედროვე ხასიათის სურნელოვანი ქმნილებები მომავლისკენ თავდაჯერებულ სვლას ასახავენ: Spirit of Kings-ის ხედვა ლეგენდარული წარსულის გამოღვიძებით, ახლანდელი ყოფის გალამაზების იდეას ეყრდნობა.
პარფიუმერის შესახებ: ქრისტიან პროვენცანო
მსოფლიოში აღიარებული პარფიუმერი და საკუთარი საქმის ერთგული ოსტატი — ქრისტიან პროვენცანო მიიჩნევს, რომ სურნელოვან სამყაროში მოღვაწეობა უწყვეტი მოგზაურობაა: შემოქმედებითი აზროვნება განვითარებისა და შთაგონების ძიებაში და ყოველი ახალი ქმნილებით, აქტუალური განაცხადის გაკეთება.
პარფიუმერულ სამყაროში ბავშვობიდან, მაროკოში ცხოვრებისას შეაბიჯა: იქაური გარემოს მდიდრულმა, მრავალმხრივმა არომატებმა სურნელოვანი ზეთებისადმი ვნება და აღტაცების ნაპერწკლები გაუღვივეს.
პროფესიული გადამზადების კურსები ჰოლანდიაში დაიწყო: უნარების დასახვეწად, ლაბორატორიის ასისტენტად მუშაობდა.
Agent Provocateur-ისთვის შექმნილი ნამუშევრისთვის, FiFi-ს (იგივე „სურნელოვანი ინდუსტრიის ოსკარის დაჯილდოება“) ჯილდო მოიპოვა და საყოველთაოდ მოიხვეჭა სახელი არაერთი ცნობილი ბრენდის, მათ შორის — Penhaligons-ის არომატებით.
დღეს, ქრისტიან პროვენცანო Sospiro-ს, Fragrance Du Bois-ს, Electimus-ის, Spirit of Kings-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელია. მოღვაწეობს დუბაიში; უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტების ინოვაციურ ტექნოლოგიებთან შერწყმით, განსაკუთრებული სურნელოვანი ნიმუშების შექმნას აგრძელებს და საუკეთესო, მოთხოვნადი პროფესიონალის სტატუსს ინარჩუნებს. მისი შედევრები კი სუნამოების მიმართ ულევ სიყვარულსა და ინდუსტრიისადმი ერთგულებას ასახავენ.