ALTHAÏR
Eau de Parfum
Parfums de Marly-ს Althaïr სახასიათო არომატია, ქარვისებრი სურნელით და მერქნის და ვანილის თბილი ნოტებით.
Not Chosen
„Althaïr-ის სურნელოვანი აღმოჩენა მეფური, დახვეწილი და განმაცვიფრებლად გამაგრილებელი ვანილია — ელეგანტური, გულუხვი და ქარიზმატული,“ — ჟულიენ სპრეშერი, Parfums de Marly-ის დამფუძნებელი და შემოქმედებით დირექტორი.
Althaïr-ის არომატი მოულოდნელ, თანამედროვე ოდას მიაგებს პარფიუმერიის უნივერსალურ ინგრედიენტს — ბურბონის ვანილს — ლუი მე-15-ის დროინდელი საფრანგეთის სურნელოვან ინდუსტრიაში დანერგილი ვანილის პირდაპირ შთამომავალს.
საუკეთესო სეზონი არომატის მისაპკურებლად: მთელი დღის განმავლობაში, დილიდან საღამომდე, განსაკუთრებით ცივ თვეებში
გამხსნელი ნოტები: ფორთოხლის ყვავილი, ბერგამოტი, დარიჩინი
გულის ნოტები: ბურბონის ვანილი, ელემი (ტროპიკული ხეების ფისი)
საბაზისო ნოტები: გუაიას ხე, ამბროქსი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით), პრალინი (მოხალული შაქრის, თხილის და ვანილის შიგთავსი ფრანგულ კონდიტერიაში), მუშკი
Alcohol Denat., Parfum (Fragrance), Aqua (Water), Limoene, Linalool., Tocopherol, Citral, Geraniol
მაღალი პარფიუმერიის სახლი — Parfums de Marly ჟულიენ სპრეშერმა დააარსა.
სურნელოვანი პროექტის ჩანაფიქრი მე-18 საუკუნის ბოჰემური სიამოვნებისა და ზეიმის ცენტრის — შატო დე მარლის ბრწყინვალე ცხოვრების სტილის გაცოცხლება იყო.
Parfums de Marly რაფინირებული პარფიუმერიის წარმოებაზე ფოკუსირდება და დინების წინააღმდეგ მიმავალი, გაბედული სურნელოვანი კომპოზიციებით, ფრანგულ ნოუ-ჰაუს მიაგებს ოდას: ბრენდის ყოველი პროდუქტი, კეთილშობილური ინგრედიენტებითაა შექმნილი და არომატთა უნიკალური ხელწერით გამოირჩევა.
„მე-18 საუკუნის ბრწყინვალება თანამედროვე პრიზმაში“ — ასეთია სურნელოვანი სახლის მოკლე დახასიათება, რომელიც კლასიკური და თანამედროვე პარფიუმერიის პრინციპების მომხიბლავი კავშირით, უნიკალურ სენსორულ გამოცდილებას გვთავაზობს.