ALTAIR
Eau de Parfum
სუნამო
Not Chosen
Spirit of Kings-ის Altair, ბრენდის პირველი კოლექციის, Gold Collection-ის წევრია, რომლის შემადგენელი 12 ძვირფასი სუნამოც, ანტიკური არაბული ასტრონომიული ცოდნის შთაგონებით, ვარსკვლავებისა და თანავარსკვლავედების ძველებურ (არაბულ) სახელებს ატარებს. მოცემული სუნამოების ერთობა კი, სამეფო სულის მქონე ადამიანთა ოცნებებში განფენილ წარმოსახვებში და განუხორციელებელ პოტენციალში მიმალული იდუმალი ზეციური საზღვრების სიმბოლოდ გვევლინება.
არომატის სახელწოდება მფრინავი არწივის აღმნიშვნელი არაბული სიტყვა „ან-ნისრ უტ-ტაირიდან“ მომდინარეობს: სწორედ ასე უწოდეს მუსლიმმა ასტრონომებმა საუკუნეების წინ ალფა არწივის ვარსკვლავს.
ქანდაკების მსგავს სუნამოს ფლაკონს, მეწამულისფერი ლალი აგვირგვინებს, როგორც უმაღლესი ცხოვრებისეული სიხარულისა და მასში მოთავსებული სითხის სიმბოლო.
…
ორი ანტიკური სამეფოს ისტორიაში, ძნელბედობის ჟამი იდგა: ერთ-ერთ მათგანს მზის მიწა ერქვა, მეორეს — მთვარის მიწა. მათ ტერიტორიებს, თვით სამყაროს შექმნისას დაბადებული ბობოქარი მდინარე ყოფდა. განუწყვეტელ ომში ჩათრეულ და სრულად გამოფიტულ ორივე სამეფოს, მშვიდობა სწყუროდათ.
უშედეგო ბრძოლისგან დაღლილმა მზის მიწის მეფემ, მოწინააღმდეგეს ზავი შესთავაზა: ისიც, დათანხმდა. ახლადმოპოვებული მშვიდობის განმტკიცების მიზნით, მზის მიწის მეფე მზად იყო, მთვარის მიწის მეფის ერთადერთი ვაჟისთვის, საკუთარი ერთადერთი ქალიშვილი — სამეფოს მანათობელი მშვენება შეერთო ცოლად.
ამ იდეას, მთვარის მიწის მეფე, არც თუ დიდი ენთუზიაზმით შეეგება…
ზედა ნოტები: ლიმონი, ჟასმინი, გარდენია, ილანგ-ილანგი, ბერგამოტი, ამალფი, მანდარინი, ფორთოხალი, შავი მოცხარი, ტრიუფელი
შუა ნოტები: ჟასმინი, სანელებლები, ხილის ნოტები, ლოტოსი, გარდენია, ილანგ-ილანგი
საბაზისო ნოტები: მუშკი, ვანილი, ქარვა, ვეტივერი
Spirit of Kings ექსკლუზიური, საერთაშორისო ლუქს-კლასის ბრენდია, რომელიც ევროპული ხელოვნების ესთეტიკისა და ისტორიის აღსანიშნავად შეიქმნა და ინგლისის სამეფო პატრონაჟით, ესპანეთში დანერგილი მხატვრული სრულყოფილების მრავალწლოვანი მემკვიდრეობითაა შთაგონებული. მისი საოცრად თანამედროვე ხასიათის სურნელოვანი ქმნილებები მომავლისკენ თავდაჯერებულ სვლას ასახავენ: Spirit of Kings-ის ხედვა ლეგენდარული წარსულის გამოღვიძებით, ახლანდელი ყოფის გალამაზების იდეას ეყრდნობა.
პარფიუმერის შესახებ: ქრისტიან პროვენცანო
მსოფლიოში აღიარებული პარფიუმერი და საკუთარი საქმის ერთგული ოსტატი — ქრისტიან პროვენცანო მიიჩნევს, რომ სურნელოვან სამყაროში მოღვაწეობა უწყვეტი მოგზაურობაა: შემოქმედებითი აზროვნება განვითარებისა და შთაგონების ძიებაში და ყოველი ახალი ქმნილებით, აქტუალური განაცხადის გაკეთება.
პარფიუმერულ სამყაროში ბავშვობიდან, მაროკოში ცხოვრებისას შეაბიჯა: იქაური გარემოს მდიდრულმა, მრავალმხრივმა არომატებმა სურნელოვანი ზეთებისადმი ვნება და აღტაცების ნაპერწკლები გაუღვივეს.
პროფესიული გადამზადების კურსები ჰოლანდიაში დაიწყო: უნარების დასახვეწად, ლაბორატორიის ასისტენტად მუშაობდა.
Agent Provocateur-ისთვის შექმნილი ნამუშევრისთვის, FiFi-ს (იგივე „სურნელოვანი ინდუსტრიის ოსკარის დაჯილდოება“) ჯილდო მოიპოვა და საყოველთაოდ მოიხვეჭა სახელი არაერთი ცნობილი ბრენდის, მათ შორის — Penhaligons-ის არომატებით.
დღეს, ქრისტიან პროვენცანო Sospiro-ს, Fragrance Du Bois-ს, Electimus-ის, Spirit of Kings-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელია. მოღვაწეობს დუბაიში; უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტების ინოვაციურ ტექნოლოგიებთან შერწყმით, განსაკუთრებული სურნელოვანი ნიმუშების შექმნას აგრძელებს და საუკეთესო, მოთხოვნადი პროფესიონალის სტატუსს ინარჩუნებს. მისი შედევრები კი სუნამოების მიმართ ულევ სიყვარულსა და ინდუსტრიისადმი ერთგულებას ასახავენ.