მთავარიშოპისუნამო

ALMAZ

ALMAZ
ALMAZ

Eau de Parfum

სუნამო

KAJAL PERFUMES PARIS-ის არომატი Almaz საუკუნეების განმავლობაში გაღმერთებულ მომაჯადოებელ სილამაზეს გამოაღვიძებს.

მოცულობა:

Not Chosen

644.00 ₾
აღწერა

„მომაჯადოებელი სილამაზე, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში აღმერთებდნენ.

წმინდა სიკამკამე თვალის ერთი შევლებითაც ნუსხავს.

ძლიერი სიყვარული, რომლის უსასრულო ნათება მუდამ იბრწყინებს.“

ადამიანები ძვირფას ქვებს ისტორიის უხსოვარი დროიდან მოიპოვებდნენ. მათ შორის, დღემდე ყველაზე სასურველი და გაღმერთებული ალმასია — ლეგენდარულად მანათობელი ქვა, რომელიც მარადიული სიყვარულის, ძალის, ჯანმრთელობის სიმბოლოდ მიიჩნევა. ალმასს არა მხოლოდ სილამაზისთვის, არამედ — უკვდავებისთვისაც ეტრფიან, რადგან მისი ფორმირება ნიადაგის ღრმა ქანებში საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობს.

KAJAL PERFUMES PARIS-ის არომატი Almaz დახვეწილი ქალურობის განსხეულობაა, გრაციოზული სინაზის და მოციმციმე გაელვების უნაკლო შერწყმა.

მოხდენილი ელვარება, ხელუხლებელი სიწმინდე, მადის აღმძვრელი სურვილი.

Almaz-ის სურნელოვან კომპოზიციაზე დახვეწილი, ძლიერი და ემოციური არომატული ნამუშევრებით განთქმულმა პარფიუმერმა — რანია ჟუანემ იმუშავა.

სუნამოს გამხსნელი ნოტები ხილის მაცდური კომბინაციაა — ბერგამოტის და შავი მოცხარის ნაზავი, სასიამოვნოდ გამაგრილებელი ტკბილი სურნელი პიკანტური დაბოლოებით.

გულის ნოტების — ჟოლოს, ყვავილოვანი აკორდების და ჰელიოტროპის ელეგანტური ნაზავი თბილი, მაცდური ყვავილოვანი სურნელით გვიხუტებს.

საბაზისო ნოტებში მუშკის, ხის, ვანილის, ქარვის და ყავისფერი შაქრის გემრიელი ნაზავი იკვეთება — მდიდრული და წმინდა მიწის აკორდებით შემდგარი მელოდიური, ემოციური კომპოზიცია.

Almaz-ის ფლაკონის და შეფუთვის არქიტექტორ-დიზაინერი — ომარ აიუბი გვიხსნის: „დიზაინის შექმნისას ვხელმძღვანელობდი კონცეფციით, რომ ლამაზი და ძვირფასი ბრილიანტები დროის და ზეწოლის გარეშე იბადებიან. დამაინტერესა ბრილიანტის ჭრის პროცესმაც — როგორი სიფრთხილით კვეთენ ყოველ წახნაგს, რათა ქვის სიკამკამე და სინათლესთან ინტერაქცია წარმოაჩინონ. ჩემი შთაგონების წყარო მინერალის დედამიწის წიაღში წარმოქმნის ხანგრძლივი დროც გახდა.“

ომარ აიუბის ქმნილებას ელენ ჯერეს აიუბის ლამაზი ლექსი ამშვენებს, რომელიც სუნამოს ფლაკონსა და შეფუთვაზე აღმოსავლეთ კუფიური დამწერლობითაა გამოსახული. „სტრიქონთა შემადგენელი სიტყვები ისე განვალაგე, რომ ვერტიკალური ხაზებით სუნამოს ფლაკონს რვა ნაწილად ყოფს და მთვარის კალენდრის ყოველი თვის ფაზებს განასახიერებს — დროის მსვლელობის ალეგორიას“, — აღნიშნავს ომარ აიუბი.

სეზონები და მათი დრონი,

ზეწოლითა და მათი შედეგებით,

ბრილიანტის თვლებს მოიმკიან.

ელენ ჯერეს აიუბი

ზედა ნოტები: ბერგამოტი, შავი მოცხარი

შუა ნოტები: ჟოლო, ყვავილის ნოტები, ჰელიოტროპი

ძირითადი ნოტები: მუშკი, ხის ნოტები, ვანილი, ქარვა, ყავისფერი შაქარი

ALCOHOL DENAT.

PARFUM

WATER

LIMONENE

HYDROXYCITRONELLAL

BENZYL SALICYLATE

ALPHA-ISOMETHYL IONONE

LINALOOL

CITRONELLOL

CITRAL

BENZYL BENZOATE

Kajal Perfumes Paris მდიდრული სუნამოების და ინტერიერის სურნელების სიყვარულით შექმნილი პარფიუმერული სახლია. ბრენდის შთაგონება სილამაზის სფეროდან მომდინარეობს: ინდურ კულტურაში „ხაჯალი“ kajal/kohl ბუნებრივი ინგრედიენტებით დამზადებულ თვალის ჩრდილს აღნიშნავს (ანტიკური კოსმეტიკური საშუალება ინდოეთში, ჩრდილო აფრიკასა და შუა აზიის ქვეყნებში თვალის მუქი ჩრდილებისთვის, რომელსაც ბუნებრივი მინერალით — სტიბნიტით, იგივე ანტიმონიტით ამზადებენ). Kajal Perfumes Paris-ის სახელწოდების შექმნაზე შემოქმედებითი გავლენა მოახდინა, ასევე, არაბულმა სიტყვამ — khajal, რაც თავმდაბლობას, მოკრძალებას, სხათა მიმართ პატივისცემას გულისხმობს.