მთავარიშოპისუნამო

ALLEGIANCE

ALLEGIANCE
ALLEGIANCE

Parfum

სუნამო

Spirit of Kings-ის არომატი Allegiance კოლექცია The Guardianship Collection-ის შემადგენელია. The Guardianship Collection კოშკურის თავზე გამაგრებულ შუასაუკუნეების მესაზღვრეს ეძღვნება, მშვილდ-ისარს რომ ზიდავს და ღამის საგუშაგოსთვის ემზადება.

მოცულობა:

Not Chosen

1,038.00 ₾
აღწერა

Spirit of Kings-ის არომატი Allegiance კოლექცია The Guardianship Collection-ის შემადგენელია. The Guardianship Collection კოშკურის თავზე გამაგრებულ შუასაუკუნეების მესაზღვრეს ეძღვნება, მშვილდ-ისარს რომ ზიდავს და ღამის საგუშაგოსთვის ემზადება.

ამ კოლექციის სუნამოს ფლაკონები სამეფო იასამნისფერია — როგორც წითელი და კამკამა ლურჯის ემოციების შერწყმის სიმბოლო.

Spirit of Kings-ის ყვავილოვანი, გრილი, აღმოსავლური ტიპის Allegiance მამაკაცისა და ქალის სუნამოა. მისი არომატი მარადიული ერთობის, ელეგანტური ტრადიციების სიმბოლოა — სამშობლოსთვის თავდადებული ადამიანების მხნე ერთსულოვნების განსხეულება.

ვარდის ელეგანტური, დიდებული ყვავილობის მსგავსად, ერთგულება (Allegiance) ის ატრიბუტია, რაც სახელმწიფოს შენარჩუნებასა და ზრდას განაპირობებს!

ზედა ნოტები: ღვია, ბერგამოტი

შუა ნოტები: ვარდი, მაგნოლია, ლავანდა

ბაზა: კედარი, ქარვა, მუშკი, ოლიბანუმი, ვეტივერი

ALCOHOL DENAT., PARFUM (FRAGRANCE), AQUA (WATER),

CITRAL, CITRONELLOL, EUGENOL, GERANIOL, HEXYL CINNAMAL, LIMONENE, LINALOOL.

Spirit of Kings ექსკლუზიური, საერთაშორისო ლუქს-კლასის ბრენდია, რომელიც ევროპული ხელოვნების ესთეტიკისა და ისტორიის აღსანიშნავად შეიქმნა და ინგლისის სამეფო პატრონაჟით, ესპანეთში დანერგილი მხატვრული სრულყოფილების მრავალწლოვანი მემკვიდრეობითაა შთაგონებული. მისი საოცრად თანამედროვე ხასიათის სურნელოვანი ქმნილებები მომავლისკენ თავდაჯერებულ სვლას ასახავენ: Spirit of Kings-ის ხედვა ლეგენდარული წარსულის გამოღვიძებით, ახლანდელი ყოფის გალამაზების იდეას ეყრდნობა.

პარფიუმერის შესახებ: ქრისტიან პროვენცანო

მსოფლიოში აღიარებული პარფიუმერი და საკუთარი საქმის ერთგული ოსტატი — ქრისტიან პროვენცანო მიიჩნევს, რომ სურნელოვან სამყაროში მოღვაწეობა უწყვეტი მოგზაურობაა: შემოქმედებითი აზროვნება განვითარებისა და შთაგონების ძიებაში და ყოველი ახალი ქმნილებით, აქტუალური განაცხადის გაკეთება.

პარფიუმერულ სამყაროში ბავშვობიდან, მაროკოში ცხოვრებისას შეაბიჯა: იქაური გარემოს მდიდრულმა, მრავალმხრივმა არომატებმა სურნელოვანი ზეთებისადმი ვნება და აღტაცების ნაპერწკლები გაუღვივეს.

პროფესიული გადამზადების კურსები ჰოლანდიაში დაიწყო: უნარების დასახვეწად, ლაბორატორიის ასისტენტად მუშაობდა.

Agent Provocateur-ისთვის შექმნილი ნამუშევრისთვის, FiFi-ს (იგივე „სურნელოვანი ინდუსტრიის ოსკარის დაჯილდოება“) ჯილდო მოიპოვა და საყოველთაოდ მოიხვეჭა სახელი არაერთი ცნობილი ბრენდის, მათ შორის — Penhaligons-ის არომატებით.

დღეს, ქრისტიან პროვენცანო Sospiro-ს, Fragrance Du Bois-ს, Electimus-ის, Spirit of Kings-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელია. მოღვაწეობს დუბაიში; უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტების ინოვაციურ ტექნოლოგიებთან შერწყმით, განსაკუთრებული სურნელოვანი ნიმუშების შექმნას აგრძელებს და საუკეთესო, მოთხოვნადი პროფესიონალის სტატუსს ინარჩუნებს. მისი შედევრები კი სუნამოების მიმართ ულევ სიყვარულსა და ინდუსტრიისადმი ერთგულებას ასახავენ.